“საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.009.494.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1239
2006 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველ;ოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში (სსმ, 2002 წ., №84, მუხლი 765) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. იგი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებსა და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ“.
2)პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, გ.ჭანტურიას ქუჩა №12“.
3) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სააგენტოს ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის გამო“.
4) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ. ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს“.
5) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ“.
6) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე“.
7) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს დირექტორი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მეშვეობით“.
8) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტის საფუძველზე“.
9) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის ერთერთი მოადგილე“
11) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“.
13) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციებისა და მასალების წარმოდგენა“.
14) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს საფინანსო საქმიანობა ფასდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე“.
15) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს საფინანსო საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტს“.
16) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე