⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.10.2011)
გაუქმებულია:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ"

მიღების თარიღი 25.10.2006
ძალის დაკარგვა 24.10.2011
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №642
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.513
გამოქვეყნების წყარო სსმ, 147, 30/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,030 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2006 მიღება
24.10.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; color:#FFCC00;} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.5in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.513 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №642 2006 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დამსახურებულ თანამშრომელთა მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №158 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების“ მე-6 მუხლით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიების („სამსახურებრივ ჯილდოზე წარდგენა“) გამოყენების მიზნით: ა) დამტკიცდეს დებულება „სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მინიჭების წესის შესახებ“ (დანართი №1); ბ) დაწესდეს I და II ხარისხის სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი – „სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი“ (დანართი №2); გ) დამტკიცდეს სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მოწმობის ფორმა (დანართი №3). 2. მოსამსახურეთა სამსახურებრივ ჯილდოზე წარდგენა და მინიჭება განხორციელდეს თანდართული დებულების მოთხოვნათა დაცვით. 3. ბრძანების დანაწილება განხორციელდეს დანიშნულების მიხედვით. 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ო. ქველიძე დანართი №1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მინიჭების წესის შესახებ     მუხლი 1🔗 სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც: ა) ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას; ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი, ან გამოიჩინეს კეთილსინდისიერი და ღირსეული დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობებისადმი; გ) გამოირჩევიან სანიმუშო ყოფაქცევით და დისციპლინით: დ) სხვა შემთხვევებში, რომელსაც შესაბამისად აფასებს სამსახურის ხელმძღვანელობა.     მუხლი 2🔗 1. სამსახურებრივ ჯილდოზე თანამშრომლებს წარადგენენ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდებით“ დადგენილი წახალისების წესით. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს სამსახურებრივ ჯილდოზე წარადგენენ სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილეები. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ დანაყოფს სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს უშუალოდ სამსახურის უფროსი, აღნიშნული დანაყოფის ხელმძღვანელის სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ ბრძანების პროექტს კადრების სამმართველო წარმოადგენს სამსახურის უფროსის მითითების (განკარგულების) საფუძველზე. აღნიშნული წესი გამოიყენება სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით სამსახურის უფროსის მოადგილეების დაჯილდოების შემთხვევაშიც.     მუხლი 3🔗 სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან სამსახურის უფროსის ბრძანებით.     მუხლი 4🔗 სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით დაჯილდოებულ თანამშრომელს ეძლევა დადგენილი ნიმუშის მოწმობა. მოწმობის პირველი ყდის შიგნითა მხრიდან აღინიშნება მოწმობის ნომერი, რომელიც სამკერდე ნიშნის ნომრის იდენტურია. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნებისა და მოწმობების სააღრიცხვო რეგისტრაციას აწარმოებს კადრების სამმართველო.     მუხლი 5🔗 სამსახურის სამეურნეო და საფინანსო დანაყოფები სამსახურებრივი სამკერდე ნიშნების, სათანადო მოწმობებისა და შესანახი ყუთების დამზადებისა და შენახვის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას, შესაბამისად, აწარმოებენ სამსახურის კადრების სამმართველოს დაკვეთის საფუძველზე.     მუხლი 6🔗 1. სამკერდე ნიშნის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. 2. დაჯილდოების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, დაჯილდოებულის პირადი საქმის ნამსახურობის ნუსხაში შეიტანება ჩანაწერი, ბრძანების ნომრის, გამოცემის თარიღის, სამკერდე ნიშნის დასახელებისა და ხარისხის, აგრეთვე გადაცემული მოწმობის ნომრის მითითებით.     მუხლი 7🔗 1. სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი – „სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი“ წარმოადგენს წრიული ფორმის რელიეფურ ნიშანს, შესრულებულს ოქროსფერი ლითონის მონეტისაგან. ნიშნის დიამეტრია 30 მმ, სისქე – 3 მმ. 2. ნიშნის წინა მხარეზე, ლურჯ ფონზე (მომინანქრებული) და შესაბამის ფერებში (არწივი ოქროსფერი, ნორმანული ხუთჯვრიანი ფარი მუქი წითელი) ამოტვიფრულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ემბლემა. ემბლემის გარშემო, წრიულად, 3 მმ-ის სიმაღლის ზოლზე არის წარწერა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“. ნიშნის უკანა მხარეს, შუა ნაწილში, ჰორიზონტალურად არის წარწერა „სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი“, იმავე ზომის ასოებით, რომლითაც შესრულებულია წრიული წარწერა სამსახურის ემბლემის გარშემო, აგრეთვე სამკერდე ნიშნის ნომერი. 3. სამკერდე ნიშანი ოქროსფერი რგოლით დამაგრებულია ლურჯი ფერის ოთხკუთხა ბაფთაზე, რომლის სიგანეა 30 მმ. მისი საერთო სიმაღლეა 36 მმ, საიდანაც 6 მმ-ს ავსებს 35 მმ-ის სიგანის მქონე ორი ოქროსფერი კანტი (თითოეულის სიმაღლე 3 მმ; ერთი ბაფთის ქვედა, მეორე ბაფთის ზედა მხარეს). ბაფთის ცენტრში, სამკერდე ნიშნის ხარისხის შესაბამისად, თავსდება ოქროსფერი რომაული I ან II. რომაული ნიშნის სიმაღლე იქნება 10 მმ, სიგანე 5 მმ, ხოლო ხაზების სისქე 1 მმ.     მუხლი 8🔗 1. აკრძალულია სამსახურებრივ სამკერდე ნიშანსა და შესაბამის მოწმობაზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა. თანამშრომელი ვალდებულია სამსახურებრივი სამკერდე ნიშნისა და შესაბამისი მოწმობის ტარებისა და შენახავის დროს დაიცვას სამსახურებრივი პირადობის მოწმობისათვის მისაღები მოპყრობის პირობები. 2. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის, აგრეთვე მისი მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის ფაქტი ითვლება საგანგებო შემთხვევად და ამ შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს, რაც უნდა მოხსენდეს სამსახურის ხელმძღვანელობას. 3. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ხორციელდება მისი ჩამოწერა. თუ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ იკვეთება თანამშრომლის ბრალი, სამსახურის უფროსის მითითების საფუძველზე მას გადაეცემა სხვა სამკერდე ნიშანი შესაბამისი მოწმობით. ხოლო მისი ბრალეულობის შემთხვევაში, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები წარმოადგენს სამსახურებრივი სამკერდე ნიშნებისა და მოწმობების სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის საფუძველს. დანართი №2 ა) სამკერდე ნიშნის წინა მხარე ბ) სამკერდე ნიშნის უკანა მხარე დანართი №3