ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016574 1478
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა იერარქიული რანგებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2025 წლის 31 დეკემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლების მეორე პუნქტების, მე-19 მუხლის და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების გათვალისწინებით, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობება და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს “ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 190020020 35. 119. 016545 29/01/2025) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 1 იანვრიდან
საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი გოფოძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
რანგი, კატეგორია
თანამდებობა
რაოდენობა
სარგო
1
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარე
1
6600
2
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
4991
3
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
4347
4
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
3542
5
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
2
3220
6
პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
8
2575
7
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი
1
3200
8
II რანგი (მე-2 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა)
განყოფილების უფროსი
2
2560
9
III რანგი ( I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა)
უფროსი სპეციალისტი
12
1600