“ფარმაცევტული, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო_კვლევით,საექსპერტო_ დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- ფარმაცევტულ, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობ საიდან არის მიღებული, საბუთის №
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.516
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №280/ნ
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №78, მუხ.708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“, „ყ“, „შ“ „ჩ“, „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:
„ღ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი (დანართი 23);
ყ) ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საცავისა და სამარაგოსათვის (დანართი №24);
შ) დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №25);
ჩ) საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №26);
ც) საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა (დანართი №27);
ძ) გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ტარის განადგურების აქტის ფორმა (დანართი №28);
წ) ბინაზე ან სტაციონარში მწოლიარე პაციენტისათვის დაწესებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №29).”.
2. ბრძანების №1 დანართის (ფარმაცევტული საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი) მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას – წამლის სააგენტოს (შემდგომში – წამლის სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.”.
3. ბრძანების №2 დანართის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს წამლის სააგენტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.”.
4. ბრძანების №3 დანართის (ფარმაცევტულ საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გამოყენებისა და გაცემის წესი) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესით მიაწოდოს ინფორმაცია წამლის სააგენტოს საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ.”.
5. ბრძანების №4 დანართის (სტაციონარში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესი) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. აფთიაქთან ხელშეკრულებით მომუშავე სტაციონარს უფლება აქვს იქონიოს ნარკოტიკული საშუალებების 15 დღის მარაგი, რაც უნდა ინახებოდეს სეიფში ან რკინის კარადაში, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.”.
6. ბრძანების №7 დანართის (ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერისა და განადგურების წესი) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. განადგურების შემდეგ ჩამოწერის და განადგურების აქტში ფიქსირდება განადგურების თარიღი, ადგილი, მეთოდი, გამოყენებული ტარა, ტრანსპორტი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის ყველა წევრი, რის შემდეგაც აქტი მტკიცდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით; აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება წამლის სააგენტოს, მეორე ეგზემპლარი – პოლიციას, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში და ინახება ხუთი წლის განმავლობაში.
7. №23,24,25,26,27,28 და 29 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №23
ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი
1. ამ დანართით გათვალისწინებული დებულებები არგეულირებს მხოლოდ იმ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების (შემდგომში – ნარკოტიკული საშუალებები) მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესს, რომელიც გამოიყენება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება).
2. ქვეყნისათვის საჭირო, იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებების ძირითადი მარაგი ინახება შესაბამისი უფლების მქონე ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავ იურიდიულ პირთან, კაპიტალურ შენობაში არსებულ უფანჯრო ოთახში (შემდგომში – საცავი), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს რკინის კარებით, ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციით. საცავი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეიარაღებული პოლიციის სადღეღამისო დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირს არ გააჩნია შენახვის პირობები, შესაძლებელია სათანადო პირობებისა და უფლებმოსილების მქონე დაწესებულებასთან გაფორმდეს ხელშეკრულება ნარკოტიკული საშუალებების შენახვაზე.
3. საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო სერიულ და შერჩევით კონტროლს.
4. საცავში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი იურიდიული პირის ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირს.
5. საცავში ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.
6. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი იურიდიული პირი იმავდროულად წარმოადგენს ჩანაცვლებითი მკურნალობის გამახორციელებელ დაწესებულებას, ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა როგორც საცავში, ასევე დაწესებულებაში წარმოებს ერთ ჟურნალში და, შესაბამისად, პასუხიმგებლობაც ერთ პირს ეკისრება.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი და ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება სხვადასხვა იურიდიული პირია, ნარკოტიკული საშუალებების საცავიდან გატანა ხორციელდება ამ წესის მე-16 პუნქტის შესაბამისად.
8. ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით.
9. დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალება ინახება სპეციალურად გამოყოფილ სამარაგო ოთახში (შემდგომში – სამარაგო), რომელიც განთავსებულია უშუალოდ ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ განყოფილებაში (შემდგომში – განყოფილება). სამარაგო წარმოადგენს უფანჯრო ოთახს, აქვს კაპიტალური კედლები, რკინის კარები, ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია და უზრუნველყოფილია 24-საათიანი შეიარაღებული დაცვით.
10. დაწესებულებას უფლება აქვს სამარაგოში შეინახოს არა უმეტეს 3 (სამი) თვის სავარაუდო მარაგისა.
11. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირს (დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია აფთიაქი, ხელმძღვანელთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება აფთიაქის გამგეს, ხოლო დაწესებულებაში, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი – ხელმძღვანელთან ერთად განყოფილების უფროს მედდას).
12. სამარაგოს გასაღები და ლუქი ინახება ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და განყოფილებაზე გაცემაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.
13. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.
14. სამარაგოდან ნარკოტიკული საშუალების განყოფილებაზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ განყოფილების გამგე და საპროცედუროს მორიგე მედდა. მოთხოვნას ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მოთხოვნა იწერება ლათინურ ენაზე, წამლის დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ წამლის დასახელების, დოზის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ ნარკოტიკული საშუალებების გამცემი და მიმღები პირები.
15. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება განყოფილებას და ინახება განყოფილების გამგესთან, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაწესებულების ბუღალტერიას, ხოლო მესამე რჩება სამარაგოს პასუხისმგებელ პირთან და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს, მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.
16. დაწესებულება, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი, ვალდებულია ნარკოტიკული საშუალებების მისთვის საჭირო მარაგის შენახვაზე და გადმოცემაზე ხელშეკრულება გააფორმოს საცავში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავ იურიდიულ პირთან, რომელსაც განაცხადთან ერთად დამატებით წარუდგენს ერთჯერად, სათანადოდ გაფორმებულ მინდობილობას. განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალებების დასახელება, წამლის ფორმა, დოზა და რაოდენობა, მოწმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით. იურიდიული პირი გასცემს დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს (დანართი №25), რაც მიმღები ორგანიზაციისათვის წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების შემოსავლაში აყვანის საფუძველს.
17. განყოფილებაში პაციენტებზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი ოთახიდან (შემდგომში – საპროცედურო), რომელსაც ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს გისოსები. საპროცედუროში დამონტაჟებული უნდა იყოს 24-საათიანი ვიდეოთვალი, რომლის დაკვირვების არე უნდა მოიცავდეს მთელ ოთახს. ნარკოტიკული საშუალებები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში, რომლის გასაღები ინახება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირთან. საპროცედურო ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების არა უმეტეს სამი დღის სავარაუდო მარაგის შენახვა.
18. საპროცედუროში შენახული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და პაციენტებისათვის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირებს.
19. საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში (დანართი №26).
20. პაციენტისათვის ნარკოტიკული საშუალების დანიშვნა, დოზის განსაზღვრა ან შეცვლა ხორციელდება „იპოიოდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №302/ნ ბრძანების შესაბამისად.
21. პაციენტისათვის დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზის ყოველი ცვლილება ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში, რაც მოწმდება შესაბამისი სამედიცინო კომისიის (არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგი) წევრთა ხელმოწერით.
22. საპროცედურო ოთახიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემა ხორციელდება ექიმის ან უფროსი მედდის თანდასწრებით, სპეციალური სარკმლიდან, პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის (პირადობის მოწმობის, საქართველოს ან იმ ქვეყნის პასპორტი, რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა) წარდგენის შემდეგ.
23. პაციენტს ეკრძალება საპროცედურო ოთახში შესვლა.
24. პაციენტის მიერ ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი, ნარკოტიკული საშუალების დასახელების, წამლის ფორმის, დოზის, მიღების თარიღის და ზუსტი დროის მითითებით, ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში. ჩანაწერს ხელს აწერენ ექიმი და მედდა. გარდა ამისა, ნარკოტიკული საწუალების მიღების ფაქტი აღინუსხება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში (დანართი №26).
25. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით, ულუფის გაცემა ხორციელდება ერთჯერად ჭიქებში, რომელიც წამლის მიღების შემდეგ უბრუნდება საპროცედუროს მედდას. ნარკოტიკული საშუალების დოზირებული ულუფის განსაზღვრა და ჩამოსხმა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებული საზომი ხელსაწყოების მეშვეობით, მედდის მიერ, ექიმის ან უფროსი მედდის თანდასწრებით, იკრძალება ნარკოტიკული საშუალების ტარიდან ტარაში გადასხმა.
26. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ საპროცედუროს მორიგე მედდებს ან განყოფილებაში მომუშავე პირებს შორის ნარკოტიკული საშუალებების დარჩენილი ნაშთის გადაბარების წესს ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
27. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით და მოთავსებულია შუშის ან პოლიეთილენის ჭურჭელში, ცარიელი ტარა ექვემდებარება გაუვნებლობას შემდეგი წესით: პაციენტებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დასრულების შემდეგ საპროცედუროს მედდა, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის წევრების (არანაკლებ სამი პირისა) თანდასწრებით, წყლის რამდენჯერმე გამოვლების გზით რეცხავს პოლიეთილენის ცარიელ ტარას, აცლის ეტიკეტს და ჭრის (შუშის ბოთლი იმსხვრევა), რაც ფორმდება №28 დანართით გათვალისწინებული ფორმის აქტით. ამ სახით დამუშავებული და გაუვარგისებული ტარის ნარჩენი ინახება საპროცედუროში და ყოველი კვირის ბოლოს ექვემდებარება დაწესებულებიდან გატანას და გადატვირთვას კორპუსთაშორის სანაგვე კონტეინერში, საიდანაც ხორციელდება სანაგვე კონტეინერების ტრანსპორტირება ნარჩენების გაუვნებლობის ადგილამდე.
28. ჩანაცლებითი მკურნალობის პერიოდში პაციენტის სხვა სტაციონარში მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, სტაციონარის ხელმძღვანელი ვალდებულია შესაბამისი დაწესებულებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნარკოტიკული საშუალებების კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობა.
29. სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობისას ნარკოტიკული საშუალებები გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. ჭურჭელზე დაკრულ ქაღალდზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალების დასახელება, ფორმა, დოზა და რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს სითხეს ან სიროფს, პაციენტისათვის განკუთვნილი რაოდენობა გაიცემა დღიური დოზების შესაბამისად დაფასოებული სახით. ლუქის ახსნა ხდება ავადმყოფის თანდასწრებით, უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მიღების წინ.
30. წინა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ნარკოტიკული საშუალებების მიმღებს დამატებით ეძლევა დაწესებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №29).
31. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის შესახებ წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის № 140/ნ ბრძანების შესაბამისად.
დანართი №4
ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საცავისა და სამარაგოსათვის
პრეპარატის დასახელება, დოზა ––––––––––––––––––
წამლის ფორმა –––––––––––––––––––––––––––––––
საზომი ერთეული –––––––––––––––––––––––––––––
|
შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი |
|||||
|
თვე და რიცხვი |
ნაშთი 1-ლი რიცხვისათვის |
ვისგან არის მიღებული |
საბუთის № და თარიღი |
რაოდენობა |
სერია |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
|
გ ა ს ა ვ ა ლ ი |
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა |
||||
|
ვისზე გაიცა |
გაცემის საფუძველი (მოთხოვნის N და გაცემის თარიღი) |
რაოდენობა |
სერია |
ნაშთი მომდევნო თვის 1-ლი რიცხვისათვის |
|
|
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12
|
დანართი № 25
დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა
მომწოდებელი ორგანიზაცია:
მისამართი:
მიმღები ორგანიზაცია:
მისამართი:
ხელშეკრულება №
|
№ |
სამკურნალო საშუალების დასახელება, დოზა, შეფუთვა |
ზომის ერთეული |
გაცემის თარიღი |
რაოდენობა |
სერია |
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
5 |
|
ვარგისიანობის ვადა |
მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა |
რეგისტრაციის ნომერი |
შენიშვნა |
|
6 |
7 |
8 |
9 |
წამლის გამცემის ხელმოწერა –––––––––––––––––
წამლის მიმღების ხელმოწერა ––––––––––––––––––
ბ.ა.
დანართი №26
საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
ნარკოტიკული საშუალების დასახელება ––––––––––––––––
დოზა, წამლის ფორმა –––––––––––––––––––––––––––––––
საზომი ერთეული ––––––––––––––––––––––––––––––––––
|
|
შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი |
||||
|
ნაშთი დღის დასაწყისისათვის |
მიღების თარიღი |
საიდან არის მიღებული, დოკუმენტის № |
რაოდენობა |
სერია |
მიმღები პირის ხელმოწერა |
|
1 |
|
2 |
3 |
4 |
5 |
|
გასავალი |
ნაშთი დღის ბოლო სათვის
|
|||||||
|
გაცემის თარიღი |
მიღების დრო |
ავადმყოფის გვარ, სახელი, |
ამბულატორიული ბარათის N |
რაოდენობა |
სერია |
გაცემაზე პასუხისმგე-ბელი პირების ხელმოწერა |
პაციენტის ხელმოწერა ნარკოტიკული საშუალების მიღებაზე |
|
|
6 |
|
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
შენიშვნა: ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ავადმყოფობის
შემთხვევაში მე-12 ვერტიკალურ გრაფაში ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი.
დანართი №27
საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა
|
თარიღი |
ნარკოტიკული საშუალების დასახელება |
საზომი ერთეული |
რაოდენობა |
სერია |
ნარკოტიკუ ლი საშუალებები ჩავაბარე (ხელმოწერა)
|
ნარკოტიკული საშუალებები მივიღე (ხელმოწერა) |
|
1 |
2 |
3 |
|
4 |
5 |
6 |
დანართი № 28
აქტის ფორმა
გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ტარის განადგურებაზე
აქტი №
წელი, რიცხვი, თვე, ადგილი
კომისიამ შემადგენლობით (არანაკლებ 3 პირისა):
1. გვარი, ინიციალები და თანამდებობა
2. „
3. „
მოახდინა 200 წლის „––” –––– “-ს გამოყენებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ტარის განადგურება:
ა) ნარკოტიკული საშუალების დასახელება –––––––––––––––––
ბ) სერია ––––––––––––––––––––––––––––
გ) ცარიელი ტარის დასახელება, რაოდენობა ––––––––––––––––
კომისიის წევრების ხელმოწერა 1. –––––––––––––––––
2. –––––––––––––––––
3. –––––––––––––––––
„ვამტკიცებ”
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა)
ბ.ა.
აქტი ინახება ხუთი წლის განმავლობაში
დანართი №29
ბინაზე ან სტაციონარში მწოლიარე პაციენტისათვის დაწესებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა
ნარკოტიკული საშუალების გამცემი –––––––––––––––––––––––––
დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული მისამართი –––––––––––––––––––––– ტელ.: ––––––––
|
დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოტიკული საშუალების დასახელება და დოზა |
წამლის ფორმა |
საზომი ერთეული |
რაოდენობა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
წამლის გამცემი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––
წამლის გაცემის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––
წამლის მიმღების ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––
ბ.ა. “
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი