წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016595 2024
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.01.2025
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2026 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2025 წლის 30 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება;
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის
დაცვისა
და
სოციალური
უზრუნველყოფის
პროგრამების
განხორციელების
წესი
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც პროგრამის განხორციელების პერიოდში ფაქტობრივად ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის-დევნილებისათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, სოციალური დახმარების სახეობას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. ჯანმრთელობის
ცვლილებით
გამოწვეული
საყოველთაო
დაზღვევით
დაფინანსებული
პაციენტების
სტაციონარული
მომსახურების
თანადაფინანსება
1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის დაფინანსებაში თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა შადგენს მთლიანი ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი;
ბ) ხოლო თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა 70%-ზე ნაკლებია-დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%;
გ) თუ პაციენტის სტაციონარული მომსახურების ერთჯერადი ღირებულების თანხა აღემატება საყოველთაო დაზღვევის წლიურ ლიმიტს, ანაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 25%.
დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით.
2. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება:
ა) ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის გაცემით, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
ბ) სტაციონარული მომსახურების გაწევის შემდგომ ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, მის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;
3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100;
ბ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან საყოველთაო დაზღვევის კალკულაცია.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 2🔗. ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით –„მკვეთრად გამოხატული“ (პირველი ჯგუფი). (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100);
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს).
3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 3🔗. თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აღნიშნული მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვა.
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვას.
3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 4🔗. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
1. იშვიათი დაავადებებით შეპყრობილი ბენეფიციარები პროგრამაში ჩაირთვებიან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ,,იშვიათი დაავადებების ნუსხაში“ მითითებული ჩამონათვალის გათვალისწინებით.
2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეირონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.
3.ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან (ვიწრო სპეციალისტის დასკვნით) უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 ჩატარებული სპეციფიკური კვლევების მონაცემებისა და საჭირო მკურნალობის მითითებით.
4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას.
5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 5🔗. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან (ბავშთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და განვითარების დაუზუსტებელი ზოგადი აშლილობა ) ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის და სხვა სპეციალიზირებული ლიცენზირებული დაწესებულებებიდან ბენეფიციარისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს.
2. ბენეფიციარზე წელიწადში ერთხელ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%-ის ოდენობით დაფინანსებაზე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.
3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 6🔗. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება
1. პროგრამა ითვალისწინებს 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების (კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, სომატური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, იმუნოლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ციტოგენეტიკური) ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას არაუმეტეს 700 ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)ჯანმრთელობის ცნობა ფ N100 საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევის მითითებით;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება.
3. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 7🔗. ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისი მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე (მშობელთან ერთად) ერთ მგზავრობაზე 15 ლარით დაფინანსებას, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მოხდება თვეში ერთხელ. პროგრამული დაფინანსება განხორციელდება ბენეფიციარის, ან მისი მშობლის პირად ანგარიშზე უნაღდო ანგარიშწროებით თანხის ჩარიცხვით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
ა) ფორმა N100 ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მითითებით;
ბ) პროგრამის მიმწოდებლის მიერ გაცემული ცნობა ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის ხანგრძლივობის შესახებ ( ყოველთვიურად, ან სრული კურსის პერიოდის მითითებით );
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 8🔗. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. პროგრამა გათვლილია მოქალაქეებზე(ოჯახებზე), რომელთაც აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარებას, არაუმეტეს 200 ლარისა, ადმინისტრაციული ერთეულებისათვის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში.
2. შესაბამის დოკუმენტაციას მერის წარმომადგენლები განსახილველად, ყოველთვიურად წარადგენენ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია“-ზე (შემდგომში „სოციალურ კომისია)“.
3.200 ლარზე მეტი ფულადი დახმარებისთვის მერის წარმომადგენელი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევაზე და თავად განსაზღვრავს გასაცემი თანხის ოდენობას ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2 000 ლარისა. საჭიროების შემთხვევაში მერს უფლება აქვს მოითხოვოს გარკვეული დამატებითი დოკუმენტაცია.
წლის განმავლობაში მერს შეუძლია განკარგოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული თანხის 25 % (თვიური ლიმიტის დაცვით)
4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 9🔗. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 400 ლარის ოდენობით. ტყუპების შემთხვევაში 400 ლარით დაფინანსდება თითოეული ტყუპისცალი.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ერთერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის რიგითობის შესახებ .
3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
5. გამონაკლისის დაშვება - გაუთვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე , „სოციალური კომისია“ სწავლობს საკითხს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მუხლი 10🔗. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები, აფხაზეთისა და 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურის წარმოადგენელთა ოჯახები და ა.შ. რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.
2. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან.
3. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა ან/და მატერიალური დახმარების ჩამონათვალის განმსაზღვრელი და პროგრამის განმხორციელებელია შესაბამისი „სოციალური კომისია“.
მუხლი 11🔗. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
ა) არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობის ასლი.
ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი. (არსებობის შემთხვევაში);
გ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
3. მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად გაიცემა თანხა 50 ლარის ოდენობით.
4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 12🔗. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 100 000-ზე დაბალი, სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არიან არასაპენსიო ასაკის შშმ პირები, აქვთ სტატუსი-“მკვეთრად გამოხატული“(1 ჯგუფი) და არიან ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე საჭიროებენ მეორე პირის დახმარებას და მუდმივ მომვლელს.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი- სტატუსით-„მკვეთრად გამოხატული“ (I ჯგუფი) , მითითებით- “საჭიროებს მუდმივ მომვლელს“;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტი.
3. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეული ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 13🔗. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) სოციალური მომსახურების სააგენტოდან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დაბადების მოწმობის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი. (არსებობის შემთხვევაში);
დ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) პირადი საბანკო ანგარიში.
3. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეული ბენეფიციარზე, 300 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მეურვის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 14🔗. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა
1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან, მერიის მიერ მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა, დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებით (არაუმეტეს 200 ლარისა თვეში).
2. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
3. ბენეფიციარის იდენტიფიცირება და ქირავნობის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხდება შესაბამისი „სოციალური კომისიის“ მიერ.
მუხლი 15🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
ა) საქართველოს შსს შესაბამისი სამსახურის ან /და სასამართლოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ სხვა დოკუმენტი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
3. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე წელიწადში ერთხელ 500 ლარის ჩარიცხვით.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 16🔗. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.
1. პროგრამის ბენეფიციარებია არიან 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები.
2. ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ან ბენეფიციართა ოჯახის წევრები განცხადების სახით.
3. თითოეულ ბენეფიციარზე ერთჯერადად გაიცემა 1 000 ლარი, რომელიც უნაღდო ანგარიშწორებით ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. პროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 17🔗. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი აკადემიური წარმატების მქონე აბიტურიენტთა ფინანსური წახალისება.
1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ 100 % გრანტს.
2.ბენეფიციარებზე სასწავლო წლის დაწყებისას ერთჯერადად გაიცემა ფინანსური წახალისება 1 000 ლარის ოდენობით, ლარი, რომელიც უნაღდო ანგარიშწორებით ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე.
3.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) 100 % გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) პირადი საბანკო ანგარიში.
დ)პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 18🔗. სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა
1. პროგრამა გათვლილია უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი პირობები უმძიმესია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოჯახის წევრთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელთა საცხოვრისი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. პროგრამა ითვალისწინებს შემუშავებული პროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (46 473 ლარის ფარგლებში). პროგრამა გათვლილია სამ ოჯახზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისი ექვემდებარება რეაბილიტაციას და ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებლად საშიშროებას არ წარმოადგენს, პროგრამა ითვალისწინებს მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, კერძოდ ერთი ოთახისათვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (10 000 ლარის ფარგლებში). პროგრამა გათვლილია სამ ოჯახზე.
3. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრისი.
4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განმცხადებლის (სახლის მეპატრონის) და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ)ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები.
გ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. (ამონაწერი რეესტრიდან,უკიდურეს შემთხვევაში მიწის საკუთრებაზე)
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის და მის ოჯახის წევრებზე სხვა უძრავი ქონების (საცხოვრისი) არ არსებობის შესახებ.
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებული დაზიანებული საცხოვრისის დამადასტურებელი ფოტო-მასალა და შესაბამისი შუამდგომლობა, რომელიც უნდა ერთვოდეს განცხადებას.
5. 1-ლი და 2-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 28 თებერვალის ჩათვლით, ,,სოციალური კომისიის“ მიერ პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება ხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა.
6. ,,სოციალურ კომისია“-ზე ბენეფიციართა შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება ხდება მოწოდებული კრიტერიუმებისა და შესაბამისი ქულების მინიჭებით:
ა) 57 001 სოციალურ ქულაზე ნაკლები – 1 ქულა.
ბ) ოჯახის სამ არასრულწლოვან წევრზე – 1 ქულა. (სამზე მეტ თოთოეულ არასრულწლოვანზე დამატებით თითო ქულა)
გ) ოჯახში ერთი, ან რამდენიმე შშმ პირი (მკვეთრად გამოხატული-პირველი ჯგ. ინვალიდი) – 1 ქულა.
დ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილი – 1 ქულა.
ე) ხანდაზმულები, რომლებიც ახორციელებენ მეურვეობას არასრულწლოვან ბავშვებზე – 1,5 ქულა.
ვ) ოჯახი, რომელიც შედგება მხოლოდ საპენსიო ასაკის წევრებისაგან – 1 ქულა.
ზ) ოჯახი შედგება შვიდი, ან მეტი წევრისგან – 1,5 ქულა.
7. ამ მუხლით განსაზღვრულ დაფინასებაში, წარმოქმნილი ეკონომიის თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „სოციალური კომისიის“ გადაწყვეტილების საფუძველზე შსაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამატებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ან ერთი ოთახის შესაბამისი სარემონტო სამუშაოებსთვის.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში ბენეფიციარი/ები შერჩეული იქნებიან რიგითობის მიხედვით ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
8. პროგრამის განმხორციელებელია მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური კომისია“.
მუხლი 19🔗. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარიშხალი, თოვლი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებსაც ნაწილობრივ დაუზიანდათ, ან სრულიად გაუნადგურდათ საცხოვრისი. (დამხმარე ნაგებობები და ქონებრივი ზარალი არ განიხილება). ასევე ქარიშხლის, ან თოვლის გამო დაუზიანდათ საცხოვრისის სახურავი.
2. ხანძრის შემთხვევაში დაზარალებულის დაფინანსება დაზიანებული ფართის მიხედვით პირობითად იყოფა ოთხ ჯგუფად:
ა) 50 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 5 000 ლარისა,
ბ) 100 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 10 000 ლარისა.
გ)150 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 15 000 ლარისა
დ) 200 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 20 000 ლარისა.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც სტიქიის შედეგად (ქარიშხალი, თოვლი) საცხოვრებელი სახლის მხოლოდ სახურავია ძლიერ დაზიანებული (რაც ქმნის საცხოვრისის შემდგომ დაზიანების საშიშროებას), დაზიანებული ფართის მიხედვით ითვალისწინებს თანხის გამოყოფას კვადრატულ მეტრზე 15 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 2000 ლარისა. ამ პუნქტით განიხილება მხოლოდ ის ბენეფიციარები ,რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა ხანძრით მიყენებული ზარალის შესახებ;
ბ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. (ამონაწერი რეესტრიდან,უკიდურეს შემთხვევაში მიწის საკუთრებაზე)
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებული ხანძრის გამო დაზიანებული საცხოვრისის, ან ქარიშხლისა და თოვლის გამო დაზიანებული საცხოვრისის სახურავის დამადასტურებელი ფოტო-მასალა და შესაბამისი შუამდგომლობა, რომელიც უნდა ერთვოდეს განცხადებას.
დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (ამ მუხლის მე-3-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში)
ე) ,,სოციალურ კომისიის“ მიერ დაზიანების დათვალიერების აქტი.
5. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
6. დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წელს მომხდარი შემთხვევა.
7. პროგრამის განმხორციელებელია „სოციალური კომისია“.
მუხლი 20🔗. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა
1. პროგრამა ითვალისწინებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების პირველკლასელთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას მათთვის საბანკო ბარათების დარიგების საშუალებით, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში.
2. პროგრამა გათვლილია 280 ბავშვზე და წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა განსაზღვრულია 4 ლარის ოდენით.
3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 21🔗. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი
პროგრამა ითვალისწინებს:
ა) გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 250 ლარის ოდენობით დაფინანსებას.
ბ) გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
ა) ცნობა გარდაცვალების შესახებ;
ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის (ოჯახის წევრი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 22🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა
1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს.
2.ბენეფიციართა შერჩევისას სოციალურად დაუცველთა თანაბარი სარეიტინგო ქულის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება:
ა) საპენსიო ასაკს;
ბ) ოჯახის შრომისუუნარო წევრ(ებ)ის(შშმ პირი) ყოლას;
გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების წევრებს;
ე) გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს;
ვ) იშვიათი გამონაკლისის (სოციალურ სააგენტოში არ უფიქსირდება სარეიტინგო ქულა ან 120 000 ქულაზე მეტია) შემთხვევაში, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლის“ დირექტორი გადაწყვეტს მოქალაქის ბენეფიციარად დარეგისტირებას, მერიის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე;
ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ პროგრამით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობის 10 %-ს.
3. პროგრამის განხორციელებას (განცხადების მიღება, ბენეფიციართა შერჩევა და სხვა) სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, ქ. წალენჯიხა) უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალენჯიხის სათნოების სახლი“.
მუხლი 23🔗. მხედველობის მკვეთრად გამოხატულ შშმ (უსინათლო) პირთა ფინანსური მხარდაჭერა
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან მხედველობით მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შშმ პირები. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს).
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ბ) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი სტატუსით მკვეთრად გამოხატული.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. პროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 24🔗. ონკოლოგიურ პაციენთა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევების დაფინანსება/ თანადაფინანსების პროგრამა
1.პროგრამით მოსარგებლები არიან ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირები.
2.პროგრამა ითვალისწინებს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე ონკოლოგიური მიმართულებით მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსებას. დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია წელიწადში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;
3.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამაასტურებებლი დოკუმენტი
ბ) ონკოლოგიური პაციენტის ჯანმრთელობის ცნობა ფ N100 საჭირო კვლევის მითითებით
გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა და კალკულაცია.
4. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება:
ა) ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის გაცემით, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდგომ ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, მის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;
5.პროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 25🔗 . 0-18 წლამდე ასაკის, დიაბეტით დაავადებული ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
1.პროგრამით მოსარგებლები არიან 0-18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბენეფიციარები და ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს.
2.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა
გ) სამედიცინო კლინიკიდან დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარში.
3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 26🔗. შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
1.პროგრამის ბენეფიციარები არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შშმ სტატუსი.
2. პროგრამაში ჩასართავად განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობა,
ბ) ცნობა შესაბამისი სკოლიდან,
დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
გ) ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად).
4. პროგრამა გათვლილია 35 ბავშვზე და წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა განსაზღვრულია 6 ლარის ოდენით.
5. პროგრამით გათვალისწინებული დღიური თანხის მიწოდება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შშმ ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით
6. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 27🔗. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა შშმ პირებისათვის ბინის ქირით უზრუნველყოფა
1. პროგრამა ითვალისწინებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მარტოხელა, შშმ პირებისათვის წლის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას.
2. ამ მუხლის ფარგლებში ბენეფიციარის შესწავლა/წარდგენა მოხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –დევნილის მოწმობა,
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის სხვა უძრავი ქონების (საცხოვრისი) არარსებობის შესახებ;
ე) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის პირის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი. (მკვეთრად ან/და მნიშვნელოვნად გამოხატული).
4. მერის წარმომადგენელმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
5.ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების საფუძლების აღმოფხვრის შემთხვევაში მოთხოვნის თაობაზე განცხადება არ განიხილება ან დახმარების გაწევა შეწყდება
მუხლი 28🔗. ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1.განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე,
2. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
3. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა (თუ ისინი იგივე პროგრამით სარგებლობდნენ წინა წლებში) ხელახლა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
4. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ერთდროულად ორ პროგრამაში.
5. ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვალდებულია მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამის განყოფილებას ყოველთვიურად წარმოუდგინოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება და სხვა).
6. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე, მიღებული დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
7. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე ინფორმაციას სამ თვეში ერთხელ აწვდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 29🔗. გადაწყვეტილების მომზადება
1. ამ წესით განსაზღვრული პროგრამებში მოქალაქეთა ჩართვის თაობაზე, საკითხთა განხილვისას სოციალურიკომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. ამ წესით გაუთვალისწინებელი სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა ხდება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით.
4. სოციალური კომისიის სხდომები ტარდება როგორც წესი თვეში ორჯერ.
5. სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 30🔗. დასკვნითი დებულებები
1. პროგრამებით გათვალისწინებულ დაფინანსებას ექვემდებარება წინა საბიუჯეტო წლის დეკემბრის თვეში ან/და მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დამდგარი იურიდიული ფაქტი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვებაზე, საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მერიის ,,სოციალური კომისია“.
3. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.