„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016942
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1

2026 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300300000.22.024.016614) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანების სათაური (სახელწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ”.

2. მუხლი 15 -ის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 16:

„მუხლი 16. დამტკიცდეს თანდართული „2026 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.".

3. დაემატოს დანართი – „2026 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.

მუხლი 2
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ გათვალისწინებული ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წინადადებების წარმოდგენა, მასში ცვლილებების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების ცვლილება („ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის ქსელის წესებში ასახვის მიზნით), რომელიც ახლებურად დაარეგულირებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსის შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული 2026 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ხელახალი განხილვა და დამტკიცება განხორციელდეს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი პროცედურების და წესის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗