“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს №216 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.009.528
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №287/ნ
2006 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს№216 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს №216 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №104,მუხ. 1406) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი და შესაბამისად დანართი №10 შემდეგი რედაქციით:
„კ) დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტი (დანართი №10).
დანართი №10
დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დებულებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის, ტრადიციული მედიცინის, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სფეროში ნორმებისა და სტანდარტების შემუშავება. აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სფეროში ზემოაღნიშნული საქმიანობის განმახოციელებელი მარეგულირებელი ორგანოების ზედამხედველობის მექანიზმების შემუშავება;
ბ) მარეგულირებელ ორგანოებთან, სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მარეგულირებელთა საქმიანობისათვის ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების ჩამოყალიბების (მოკლე და საშუალოვადიან) გეგმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც:
ბ.ა) შეიმუშავებს და განაახლებს შრომის, ჯანმრთელო ბისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ნორმებისა და სტანდარტების რეესტრს რეგულირების საგნისა და მექანიზმის მიხედვით;
ბ.ბ) განსაზღვრავს მარეგულირებელთა საქმიანობის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების გრაფიკს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე;
ბ.გ) განსაზღვრავს მარეგულირებელთა საქმიანობის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების მექანიზმებს/ფორმებს (კერძოდ, ტექნიკურ რესურსებსა და ფინანსური სახსრების საჭიროებებს);
გ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას შემუშავებულ გეგმას განსახილველად და დასამტკიცებლად;
დ) შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
დ.ა) აყალიბებს ტექნიკურ დავალებას კონკრეტული ნორმების, ნორმატივების, სტანდარტებისა და მათი დანერგვის მექანიზმების შესაქმნელად, კერძოდ:
დ.ა.ა) ნორმებისა და სტანდარტების პარამეტრებს;
დ.ა.ბ) შემუშავების ვადებს;
დ.ა.გ) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის (კონსულტაციების) მოთხოვნებს;
დ.ა.დ) ინტელექტუალური სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებს;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ტექნიკური/საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე (გეგმით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად);
ვ) ტექნიკური დავალების პირობების თანახმად კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემუშავების პროცესზე მონიტორინგს;
ზ) დამოუკიდებელი ექსპერტების მეშვეობით ატარებს შემუშავებული ნორმების, ნორმატივების და სტანდარტების ექსპერტიზას; ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საჭიროებისამებრ, ტექნიკური დავალების შემსრულებელს შეატანინებს ცვლილებებს ნორმებსა და სტანდარტებში; საბოლოო შეჯერებულ ვარიანტს წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად და დასამტკიცებლად;
თ) შეიმუშავებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სატატისტიკის, ტრადიციული მედიცინის, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლებისა და პროფესიული მზადების სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმებს. მათ შორის:
თ.ა) შეიმუშავებს მარეგულირებლების მიერ ანგარიშგების ფორმატსა და სიხშირეს;
თ.ბ) შეიმუშავებს მარეგულირებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს, ინდიკატორებს, სამიზნე მაჩვენებლებს, გაზომვის საშუალებებს;
თ.გ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას ზედამხედველობის შემუშავებულ მექანიზმს განსახილველად და დასამტკიცებლად;
ი) ზედამხედველობის მექანიზმით განსაზღვრულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად:
ი.ა) ახორციელებს მარეგულირებელი ადმინისტრაციული ორგანოებისაგან მოწოდებული ანგარიშების დამუშავებასა და ანალიზს;
ი.ბ) ახორციელებს მარეგულირებელთა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების შედეგების დამუშავებასა და ანალიზს;
ი.გ) დადგენილი რეგულარობით ან მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს შეჯერებულ მოხსენებას ზედამხედველობის შესახებ და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ი.დ) მარეგულირებელთა საქმიანობის განმსაზღვრელი სამართლებრივი ბაზის შემუშავებისა და სრულყოფისათვის ამზადებს წინადადებებს და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
1. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მარეგულირებლებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშების, წარმოებული საქმიანობის ცალკეული მაჩვენებლების, რეესტრული მონაცემების, ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანალიზის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოებისათვის რეკომენდაციებისა და ადმინისტრაციული აქტების დროული მიწოდება;
გ) სამართლებრივი ბაზის შემუშავებისა და სრულყოფის მიზნით გასწიოს სამუშაო ჯგუფების ორგანიზება მარეგულირებელთა მონაწილეობით;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციიდან და შესასრულებელ სამუშაოთა აქტუალობიდან გამომდინარე დაინტერესებულ სამსახურებთან ერთად დაადგინოს სამუშაო შეხვედრების გრაფიკი;
ე) ჩაატაროს სამუშაოები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების როლის (მიმდინარე საქმიანობის), ინტერესებისა და მონაწილეობის შესაძლებლობის გარკვევასთან დაკავშირებით და წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას შესაბამისი წინადადებები;
ვ) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეიმუშაოს (განაახლოს) საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის რეგლამენტი ინფორმაციის გაცვლის, კონსულტაციების ფორმატისა და კოორდინაციის სხვადასხვა მექანიზმების მითითებით და დასამტკიცებლად წარუდგენოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივად შეიმუშაოს ურთიერთგაგების მემორანდუმი და წარუდგენოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან.
ი) მოამზადოს და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენოს ანგარიში საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს;
ბ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაობაზე;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს, დეპარტამენტის სახელით წარუდგეს დასკვნებს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შინაგანაწესის დაცვას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვიზას ადებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტზე;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის თაობაზე, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ი) ზრუნავს დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ან უშუალო კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე(ები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებითა და დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ მინდობილ სფეროში ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საკურაციო სფეროს მიხედვით დასაქმებულ მუშაკებს შორის, აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას საკურაციო სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის საკურაციო სფეროში დასაქმებულ მოსამსახურეთა მუშაობის ხარისხსა და შესრულების ვადებს;
ვ) ადასტურებს (ვიზას ადებს) დეპარტამენტის საკურაციო სფეროში მომზადებულ და დეპარტამენტის უფროსისათვის წარსადგენ დოკუმენტებსა და მასალებს;
ზ) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
7. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე;
გ) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) ანაწილებს ფუნქციებს და სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
ე) ამზადებს სამმართველოს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს;
ვ) ზედამხედველობას უწევს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აკონტროლებს სამმართველოში მომზადებული მასალის ხარისხსა და შესრულების ვადებს;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსის, უფროსის მოადგილის წინაშე თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ან მისი წახალისების შესახებ;
თ) ხელმოწერით ადასტურებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) პასუხისმგებელია სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის ხარისხზე;
კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 5. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარისხსა და შესრულების ვადების დაცვაზე;
გ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;
დ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
3. დეპარატამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი შესაბამისი რეკომენდაციისა და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, გარდა კონკურსის წესით დასანიშნი მოხელეებისა.
მუხლი 6. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.
2. ბრძანების დანართ №1-ის (მინისტრის აპარატის დებულება) მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „რ“ ქვეპუნქტი.
3. ბრძანების დანართ №2-ის (ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ1 ქვეპუნქტი:
„ზ1) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრულველყოფა;“.
მუხლი 2.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი