გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
2025 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე – დავით აკობიძე
წარმომადგენელი – ანა ჭაჭიაშვილი
მოვალე – შპს „კავკაზ კაბელი“ (ს/ნ 400015951)
გაკოტრების მმართველი – სოფიო მაჭავარიანი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2023 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „კავკაზ კაბელის“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „კავკაზ კაბელის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ: 400015951) წარმომადგენელს გიორგი გელაძეს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებაში აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; განჩინებით ასევე დადგინდა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია; განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, აგრეთვე იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხებოდათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
2023 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, კანონით დადგენილ ვადაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა მომართა განცხადებით, სადაც განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით შპს „კავკაზ კაბელს“ 2023 წლის 13 აპრილის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალება 2 504 822 ლარის ოდენობით. ამასთან შპს „კავკაზ კაბელის“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების საფუძვლზე, კერძოდ 2014 წლის 22 აპრილის საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა – 42 724.04 ლარი, 2020 წლის 18 მაისის საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა – 194 137.01 ლარი, 2021 წლის 2 აპრილის საგადასახადო მოთხოვნით პირს დაერიცხა სულ – 231 358.16 ლარი, 2020 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით პირს დაერიცხა სულ – 2 037 183.3 ლარი, ხოლო 2021 წლის 20 ივლისის საგადასახადო მოთხოვნით პირს შეუმცირდა სულ 7 490 ლარით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. განცხადებელს მითითებულ ვადაში სასამართლოსთვის უნდა წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი).
2023 წლის 24 აპრილს, კანონით დადგენილ ვადაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, კრედიტორის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ 400015951) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ 400015951) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სოფიო მაჭავარიანი (პ/ნ 01010002298, ტელ.: 591 906040), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლის საფუძველზე.
2023 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა სოფიო მაჭავარიანმა წარმოადგინა კრედიტორთა რეესტრი და ითხოვა მისი ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნება.
2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მომართა შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/კ 400015951) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსმა (გაკოტრების მმართველის) სოფიო მაჭავარიანმა, წარმოადგინა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების პროცესის დასრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2025 წლის 22 დეკემბერს, 16:00 საათზე, სხდომის დარბაზი N46. აღნიშნული განჩინება განთავსდა (გამოქვეყნდა) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/).
2025 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, წარმოადგინა პოზიცია გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე სახეზე არ იყო საპროცესო ხარჯები, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „კავკაზ კაბელის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 10 000 ლარი, უნდა დაბრუნებოდა შემოსავლების სამსახურს, როგორც კრედიტორს, ანგარიშზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 თებერვლის №2/975-25 განჩინებაზე. ხოლო რაც შეეხება საწარმოს ანგარიშზე არსებულ თანხას, 32 561 ლარს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, იგი უნდა განაწილებულიყო შემდეგნაირად: 1) გაკოტრების მმართველს უნდა მიეკუთვნოს შესრულებული ვალდებულებების, 32 561 ლარის 20%, 6500 ლარი. 2) შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა მიემართოს 26 061 ლარი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საბოლოო ანგარიშის კორექტრება.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ: 400015951) მიმართ უნდა მოხდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოვალის ფინანსური პრობლემების გადაჭრა – შესაძლებლობის შემთხვევაში რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილება, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში დასაშვებია სამეურვეო ქონების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება – გაკოტრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სოფიო მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილ იქნა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ გაკოტრების წარმოების დაწყებისთანავე გაიგზავნა ყველა მიმართვა/წერილი შესაბამის ორგანოებში კანონით დადგენილი აკრძალვების შესრულებისა და ქონების/ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე. მიღებული პასუხების მიხედვით, მოვალეს არანაირი ქონება არ გააჩნია.
ასევე, მოვალის ქონებრივი მდგომარეობა სრულად იყო გამოკვლეული და დასაბუთებული მოვალის განცხადებითაც, რომელმაც მოითხოვა თავდაპირველად ე.წ გამარტივებული გზით კომპანიის გაკოტრება, თუმცა შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, საქმეზე დაიწყო არსებითი წარმოება და კიდევ ერთხელ დადგინდა აქტივი და პასივი. საქმის წარმოების პროცესში, 2023 წლის 20 ივნისს მომზადდა კრედიტორთა რეესტრი და გაეგზავნა მოვალეს და კრედიტორებს, ასევე, რეესტრი გაეგზავნა სასამართლოს გამოსაქვეყნებლად. კანონით დადგენილ ვადაში რეესტრი არ გასაჩივრებულა და შესულია ძალაში.
გაკოტრების პროცესში გამოვლინდა ერთადერთი ლიკვიდური აქტივი – შპს „კავკაზ კაბელის“ მოთხოვნა ინდ.მეწარმე იური აბდულაევის მიმართ. გაკოტრების მმართველმა წარადგინა სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით, მხარეთა შორის შედგა მორიგება და იური აბდულაევის დავალიანება მის მიერ სრულად ანაზღაურებულია. სხვა ქონება, აქტივი მოვალეს არ გააჩნდა, შესაბამისად, მორიგების აქტის შესრულებით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა და უნდა მოხდეს მოვალის ანგარიშზე არსებული თანხების განაწილება კრედიტორებს შორის, კანონით დადგენილი წესითა და პროპორციით.
2025 წლის 22 დეკემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა სოფიო მაჭავარიანმა წარმოადგინა დაზუსტებული საბოლოო ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების პროცესის დასრულება. მისი განმარტებით, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურს უნდა დაბრუნებოდა სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 10 000 (ათი ათასი) ლარი, გაკოტრების პროცესში გადახდისუუნარობის მასა პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა განაწილებულიყო შემდეგი წესით კრედიტორებს შორის (გაკოტრების მმართველის დაზუსტებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით):
კრედიტორები
|
კრედიტორი |
მოთხოვნის სტატუსი |
მოთხოვნა ლარი |
დაკმაყოფილებული მოთხოვნა – ლარი |
|
გაკოტრების მმართველი |
ანაზღაურება |
6500 |
6500 |
|
შემოსავლების სამსახური |
პრეფერენციული |
1125944.26 |
26061 |
|
შემოსავლების სამსახური |
არაუზრუნველყოფილი |
1379272.39 |
0 |
|
BMI |
არაუზრუნველყოფილი |
56,631.53 |
0 |
|
სულ განაწილებული |
|
|
32561
„რეაბილიტაციისა და კოლექტიური წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 100.1 მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. „რეაბილიტაციის და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის შესაბამისად, ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა, ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და მას კრედიტორებსა და სასამართლოს წარუდგენს. აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შესაბამისი გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში კანონით დადგენილ მიზნების მიღწევის დასაბუთებას. „რეაბილიტაციის და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „კავკაზ კაბელის“ მიმართ უნდა მოხდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება (გაკოტრების მმართველის დაზუსტებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით), საწარმო გამოცხადდეს გაკოტრებულად და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „კავკაზ კაბელის“ რეგისტრაცია. სსიპ – – შემოსავლების სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. თუმცა მას, როგორც კრედიტორს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჰქონდა ვალდებულება სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა თანხა მისი მოთხოვნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10 000 ლარისა, რომელიც განკუთვნილია საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში საპროცესო ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ანაზღაურებისათვის. ამდენად, განმცხადებელმა, სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 (ათი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი). ვინაიდან, სახეზე არ გვაქვს არც საპროცესო ხარჯები და არც აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გათვალისწინებული ხარჯი, განმცახდებელს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 10 000 ლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა 1. მოვალე შპს „კავკაზ კაბელის“ მიმართ დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ: 400015951) რეგისტრაცია. 2. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ, სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომლის რეკვიზიტებია: გადამხდელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური; მიმღები ბანკი – სს „თიბისი ბანკი“, საგადახდო მოთხოვნა №20133; მიმღების ბანკის კოდი – TBCBGE22, მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი 203860642, დაუბრუნდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურს. 3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. 4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე დავით აკობიძე
|