“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№288/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.020.000.22.035.009.529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 150, 08/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.009.529

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №288/ნ

2006 წლის 1 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 257) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №12-ში (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება და ორგანიზაციული სტრუქტურა

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით გათვალისწინებული 284 800 ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

 

ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ა

 

ბიუჯეტი

(ლარებში)

 

1.

სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში მზადების კომპონენტი

179 733

2.

ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი

66 000

3.

სარეზიდენტო გამოცდების ორგანიზაციის კომპონენტი

17 567

4.

პროგრამის მართვისა და მონიტორინგის ხარჯები,

მათ შორის შრომის ანაზღაურება

10 500

4 320

5.

საზღვარგარეთ რეზიდენტურაში დახელოვნების ხარჯები

11 000

 

სულ:

284 800

                                                                                                                                                          “.

 

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  მუხლი:

     „მუხლი 21. პროგრამის მართვა და მონიტორინგი

პროგრამის მართვასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი სტრუქტურაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი–სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. განხორციელების ვადები

2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.“.

4. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. აქტუალობის დასაბუთება

საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ შესაბამისად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ამდენად, კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს სამედიცინო განათლების ეტაპობრიობის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი პრინციპების სრულფასოვან ამოქმედებას.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების გზით უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ისეთი კურსდამთავრებულების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან საფუძვლიანი ცოდნით და მზად არიან აითვისონ დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა და/ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადება) პროგრამა.“.

7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. განხორციელების ვადები

2006 წლის ნოემბერ-დეკემბერი.“.

8. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს;

9. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. განხორციელების ვადები

2006 წლის ნოემბერ-დეკემბერი.“.

10. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28.

სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში მზადების მოთხოვნა და სპეციალობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

11. ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

„ცხრილი №1

სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში მზადების კომპონენტის 2006 წლის ხარჯთანუსხა ოქტომბერ-დეკემბერი

 

 

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

სულ

 

რეზიდენტთა

რაოდენობა

183

183

183

 

სტიპენდია

16 570

16 570

16 568

49 708

 

 

ლოკალური ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება

25 560

25 560

25 560

76 680

დამქირავებლის ანარიცხები

5112

5112

5112

15 336

პროგრამ-დირექტორების შრომის ანაზღაურება

7 922

7 922

7 923

23 767

დამქირავებლის ანარიცხები

1 584

1 584

1 585

4 753

სხვა საქონელი და მომსახურება

სასწავლო პროცესის და ოფისის ხარჯები

1 515

1 515

1 514

4 544

კომუნალური ხარჯები

1 648

1 648

1 649

4 945

სხვა ხარჯები

 

 

 

 

ჯამი

59 911

59 911

59 911

179 733

 

12. ცხრილი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი №2

2006 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ხარჯთანუსხა

 

 

 

ნოემბერ-დეკემბერი

სულ

მაძიებელთა

რაოდენობა

2 200

2 200

სტიპენდია

 

 

მოწვეულ სპეციალისტთა

შრომის ანაზღაურება

39 600

39 600

დამქირავებლის ანარიცხები

7 920

7 920

სხვა საქონელი და მომსახურება

ოფისის ხარჯები

 

8 000

8 000

კომუნალური ხარჯები

 

6 000

6 000

სხვა ხარჯები

4 480

4 480

სულ

66 000

66 000

“.

    მუხლი 2.

ბრძანება ძალაშია 2006 წლის 1 ოქტომბრიდან.

 ლ. ჭიპაშვილი