“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.009.530
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №289/ნ
2006 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №3-ში (მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა) მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის თავი III-3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III-3
პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი
მუხლი 42. ქვეკომპონენტის მიზანი:
პატიმართა და მსჯავრდებულთა ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან განთავისუფლების კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა.
მუხლი 43. ქვეკომპონენტის ამოცანა:
პატიმართა და მსჯავრდებულთა ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ სათანადო დასკვნების მომზადება.
მუხლი 44. ქვეკომპონენტის განხორციელების გეგმა
ექიმ-სპეციალისტთა მიერ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებისას შესრულებული სამუშაოები ანაზღაურდეს დღიურად და განისაზღვროს 112 ლარის ოდენობით – ერთი სამუშაო დღე;
მუხლი 45. პროგრამის ბიუჯეტი
1. კომისიის წევრთა მომსახურების ხარჯები – 10 304 ლარი; სოცანარიცხები – 2061 ლარი;
2. ექიმ-სპეციალსიტთა მომსახურების ხარჯები – 4480 ლარი; სოცანარიცხები – 896 ლარი
3. სხვა ხარჯები – 4 400 ლარი;
4. პროგრამის მართვის ხარჯები (შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მიზნობრივი კვლევებისათვის) – 23 361 ლარი
სულ – 45 502 ლარი.
მუხლი 46. დაფინანსების მეთოდოლოგია
1. ექიმ-სპეციალისტთა დაფინანსება განხორციელდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და ექიმ-სპეციალისტთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე.
2. კომისიის წევრების დაფინანსება განხორციელდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და კომისიის წევრებს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 47. განხორციელების ვადა
ქვეკომპონენტი განხორციელდება 2006 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.“
2. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 257) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის (დანართი №4) 224-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 224. განხორციელების მეთოდოლოგია
1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტით განსაზღვრული კონტინგენტისთვის დაფინანსება შეადგენს ქ. თბილისში – 400,0 ლარს, სხვა ქალაქებსა და რაიონებში 300,0 ლარს, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო ხარჯებს მოქმედი შემდეგი სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში: №3935, №3932, №279, №900, №278; რაც შეეხება დანარჩენი სახელმწიფო სტანდარტებით (№7097, №5990, №5986, №280, №2817) განსაზღვრულ მომსახურებას, ის ანაზღაურდება სტანდარტის დადგენილი ტარიფის ფარგლებში.
2. დანარჩენი მოსახლეობიდან დაფინანსდება მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განცხადებით მიმართავს რაიონულ პოლიკლინიკას და მიიღებს შესაბამის ვაუჩერს, რის შესახებაც ინფორმირებული უნდა იყოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. დაფინანსება მოიცავს მხოლოდ სამედიცინო ხარჯებს სამეანო დახმარების შემდეგ კოდებზე – №3935, №3932, №279, №900, №278 – ზღვრული ტარიფის ფარგლებში.
ა) თბილისი – 200 ლარი;
ბ) ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი – 180 ლარი;
გ) დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში – 150 ლარი.
3. დანარჩენი სახელმწიფო სტანდარტებით (№7097, №5990, №5986, №280, №2817) განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფო სტანდარტების დადგენილი ტარიფის ფარგლებში.
4. სამედიცინო მომსახურების ზემოთ აღნიშნულ ზღვრულ ტარიფებში (400, 300, 200, 180 და 150 ლარი) გათვალისწინებულია ნოზოლოგიური კოდებით: №99996, №99997, №99998 და №99999 („ფიზიოლოგიური ახალშობილის მოვლა“) განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურებაც.
5. ქ. თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც არის ორი და მეტი შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, გამოცხადდება ტენდერი, ხოლო სადაც არის ერთი სამედიცინო დაწესებულება, ხელშეკრულება გაფორმდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
6. დაწესებულებების შერჩევა უნდა განხორციელდეს დაწესებულებათა დატვირთვის, ბრუნვის და დაყოვნების მონაცემებზე დაყრნობით.
7. ქ. თბილისში ტენდერი გამოცხადება ტერიტორიული პრინციპის დაცვით, ხელშეკრულება გაფორმდება 3 სამედიცინო დაწესებულებასთან, ქ. ქუთაისში 2 სამედიცინო დაწესებულებასთან, ხოლო სხვა ქალაქებსა და რაიონებში ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან.“.
3. ბრძანების პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №11-ში (ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ქვეკომპონენტის ბიუჯეტი
ქვეკომპონენტის დაფინანსების წყაროა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
|
| დასახელება | ერთეულის ღირებულება (ლარებში) | რაოდენობა | თვე | თანხა ლარებში |
| 1.1. | კომპიუტერი | 1750 | 1 |
| 1750 |
| 2.2. | სკანერი | 250 | 2 |
| 500 |
| 3.3. | ციფრული კამერა | 700 | 1 |
| 700 |
| 4.4. | პრინტერი | 1000 | 1 |
| 1000 |
| 5.5. | ფაქსი | 550 | 1 |
| 550 |
| 6.6. | პროგრამის შექმნა, ინსტალაცია და დანერგვა | 3700 | 1 |
| 3700 |
| 7.7. | ოპერატორების ანაზღაურება | 400 | 3 | 4 | 4800 |
| ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიუჯეტი შედგენს 13000 ლარს. | |||||
“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი