📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-17
სარეგისტრაციო კოდი 360060000.22.023.016976 12
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/01/2026
340 სიტყვა · ~2 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 01.09.2017 ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორის ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 76% 27.11.2018 აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 71% 09.06.2021 ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 71% 09.07.2015 საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 70% 29.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-17 2026 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის  26​17 მუხლის პირველი პუნქტის და 26​21 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს: 1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის თანდართული ფორმა (დანართი 1). 2. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის თანდართული ფორმა (დანართი 2). მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №2-213 ბრძანება. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების მეორე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი