საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №003
სარეგისტრაციო კოდი 120260080.70.082.016198 3
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 15/01/2026
978 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 91% 25.12.2025 პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 91% 30.11.2018 საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 89% 21.08.2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 89% 28.10.2019 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება 88% 31.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №003 2026 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,გ“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის, 81-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 83-ე მუხლის, ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 განისაზღვროს  საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 17 ნოემბრის N045 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი           მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები პროკურატურის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) საშუალო სპეციალური წოდება; ბ) უფროსი სპეციალური წოდება; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება. მუხლი 3🔗. სპეციალური წოდებები პროკურატურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს (შემდგომში – პროკურატურის თანამშრომელი) დაკავებული თანამდებობისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან სხვა მიღწევებისათვის ენიჭებათ  სპეციალური წოდებები. 2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდების მინიჭება. 3. თანამშრომელს, სპეციალური წოდების არქონის შემთხვევაში, საწყისი საშუალო სპეციალური წოდება მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 4. ყოფილი თანამშრომელი, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე/დათხოვნამდე მინიჭებული წოდებით. 5. პროკურატურის სისტემაში საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს გენერალური პროკურორი,  ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. 6. თანამშრომელს, ვისი მიზეზითაც მოხდება თანამშრომლისათვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 7. თანამშრომელს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა,  სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური სახდელის მოხსნამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე. მუხლი 5🔗. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა 1. სპეციალური წოდებების მინიჭება ხდება თანმიმდევრობით. 2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 3. პროკურატურის სისტემაში ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ წესის დანართით. მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები 1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები: ა) საშუალო სპეციალური წოდება: ა.ა) უმცროსი იურისტი – 1 წელი; ა.ბ) III კლასის იურისტი – 2 წელი; ა.გ) II კლასის იურისტი – 3 წელი; ა.დ) I კლასის იურისტი – 3 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება: ბ.ა) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი; ბ.ბ) იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი; ბ.გ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი. 2. უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა არ განისაზღვრება. მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება პროკურატურის თანამშრომელს სპეციალური წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს წახალისების ღონისძიების სახით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის. მუხლი 8🔗. სხვა საჯარო დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით. მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა სპეციალური წოდების თანამიმდევრული და დროული მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. მუხლი 10🔗. სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგო პროკურატურის თანამშრომლის სპეციალური წოდებისთვის დადგენილი ყოველთვიური სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: სპეციალური წოდება სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგო (ლარი) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი 645 იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი 525 იუსტიციის უფროსი მრჩეველი 395 იუსტიციის მრჩეველი 300 იუსტიციის უმცროსი მრჩეველი 205 I კლასის იურისტი 125 II კლასის იურისტი 100 III კლასის იურისტი 90 უმცროსი იურისტი 75 დანართი ზღვრული წოდებები გენერალური პროკურატურა 1. საქართველოს გენერალური პროკურორი – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 3. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 4. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი, მეკავშირე პროკურორის დამხმარე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 5. უფროსი პროკურორი, პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი. 6. მრჩეველი, მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორი – იუსტიციის  მრჩეველი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2. უფროსი პროკურორი, პროკურორი, უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი. 3. საქმისწარმოების განყოფილების უფროსი, მრჩეველი, მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი. თბილისის პროკურატურა 1. თბილისის პროკურორი, თბილისის პროკურორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2. უფროსი პროკურორი, პროკურორი, უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი. 3. საქმისწარმოების განყოფილების უფროსი, მრჩეველი, თბილისის პროკურორის მრჩეველი,  მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი. საოლქო პროკურატურები 1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2. უფროსი პროკურორი, პროკურორი, უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი. 3. საქმისწარმოების განყოფილების უფროსი, მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი. რაიონული პროკურატურები 1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 3. პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი. 4. კანცელარიის უფროსი, სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი. შენიშვნა: განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის, საოლქო პროკურორებსა და მათ მოადგილეებს  შეიძლება მიენიჭოთ იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.