📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №002
სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016197 161
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 15/01/2026
1,544 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 88% 30.11.2018 საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 88% 15.01.2026 საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 86% 21.08.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 28.02.2026 საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 85% 25.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №002 2026 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის, 81-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა და გაცემის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა და მისი გაცემის წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობას და მისი გაცემის წესს. 2. ამ წესის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა. 3. წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა  პროკურატურის თანამშრომლებზე ყოველთვე, გარდა პროკურატურის სტაჟიორისა და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა. მუხლი 2🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის სისტემა ამ წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, მისი გაცემის წესი და პირობები ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის. მუხლი 3🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა 1. წელთა ნამსახურობის დანამატი  პროკურატურის თანამშრომელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად: წელთა ოდენობა დანამატის ოდენობა (თანამდებობრივი სარგოსა და სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს ჯამური ოდენობის %) 3-დან  5 წლამდე 10% 5-დან 10 წლამდე 15% 10 წელი და მეტი 20% 2.  პროკურატურის თანამშრომელს სტაჟში ეთვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, სტაჟიორის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის პოზიციებზე საქმიანობა. ასევე სსრკ პროკურატურის სისტემაში საქმიანობის პერიოდი (როგორც ოპერატიულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე საქმიანობა). 3. გარდა პროკურატურის სისტემაში საქმიანობისა წელთა ნამსახურობის სტაჟში ასევე ითვლება: ა) სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მოსამართლედ, მოსამართლის თანამშემწედ ან/და სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობა; ბ) შინაგან საქმეთა, იუსტიციის (მათ შორის, შრომითი საქმიანობა მანამდე არსებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში), თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებში, სახელმწიფო უშიშროების/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ნამსახურობა. 4. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში მითითებულისა, შრომის სტაჟში ასევე ეთვლებათ საქმიანობა საჯარო სამსახურში (მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო-საბიუჯეტო სამსახურში) და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მუხლი 4🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ზოგადი წესი 1.  პროკურატურის თანამშრომელს წელთა ნამსახურობის დანამატი ეძლევა შესაბამისი სტაჟის შესრულების შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული ოდენობით. 2. სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გადმოსვლისას,  პროკურატურის თანამშრომლის  მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარმოდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გამოგზავნის შემდეგ, ხდება შესაბამისი სტაჟის  დათვლა და  წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა. იგივე წესი მოქმედებს  პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას – სტაჟის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და გამოგზავნის შემდეგ. 3. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დანიშვნისას მას უნარჩუნდება პროკურატურაში მანამდე არსებული სტაჟი, ასევე არსებობის შემთხვევაში სტაჟში ჩაეთვლება სხვა სახელმწიფო ორგანოში/უწყებაში ნამუშევარი  და მიეცემა შესაბამისი დანამატი. 4. პროკურატურის თანამშრომლის  სხვა პოზიციაზე გადაყვანისას/როტაციისას, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე დაწინაურებისას ან/და არამენეჯერულ პოზიციაზე დაბრუნების შემთხვევაში თანამშრომელს უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი, გადანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეების,  თანამდებობრივი სარგოსა და  სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. 5. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი თანამშრომლის კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას მას მიეცემა წელთა ნამსახურობის დანამატი, დანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეების, თანამდებობრივი სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. 6. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (გარდა ანაზღაურების გარეშე შვებულებისა), ასევე დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი. 7. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირს წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში. 8. პროკურატურის თანამშრომლისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა წყდება მისი დათხოვნის შემდეგ, ნამუშევარი კალენდარული დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოსა და სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად. მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება 1. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კოორდინირებას უწევს საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 2. გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას პროკურატურის თანამშრომლისათვის სტაჟის, სახელმწიფო სპეციალური წოდებისა და  წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ. 3. პროკურატურის თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება ხდება გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. 4. პროკურატურის თანამშრომელი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა და მისი გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობას და მისი გაცემის წესს. 2. ამ წესის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა. 3. წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა  პროკურატურის თანამშრომლებზე ყოველთვე, გარდა პროკურატურის სტაჟიორისა და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა. მუხლი 2🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის სისტემა ამ წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, მისი გაცემის წესი და პირობები ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის. მუხლი 3🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა 1. წელთა ნამსახურობის დანამატი  პროკურატურის თანამშრომელს მიეცემა შესაბამისი სტაჟის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად: წელთა ოდენობა დანამატის ოდენობა (თანამდებობრივი სარგოსა და სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს ჯამური ოდენობის %) 3-დან  5 წლამდე 10% 5-დან 10 წლამდე 15% 10 წელი და მეტი 20% 2.  პროკურატურის თანამშრომელს სტაჟში ეთვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, სტაჟიორის, პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის პოზიციებზე საქმიანობა. ასევე სსრკ პროკურატურის სისტემაში საქმიანობის პერიოდი (როგორც ოპერატიულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე საქმიანობა). 3. გარდა პროკურატურის სისტემაში საქმიანობისა წელთა ნამსახურობის სტაჟში ასევე ითვლება: ა) სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მოსამართლედ, მოსამართლის თანამშემწედ ან/და სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობა; ბ) შინაგან საქმეთა, იუსტიციის (მათ შორის, შრომითი საქმიანობა მანამდე არსებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში), თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროებში, სახელმწიფო უშიშროების/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ნამსახურობა. 4. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში მითითებულისა, შრომის სტაჟში ასევე ეთვლებათ საქმიანობა საჯარო სამსახურში (მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო-საბიუჯეტო სამსახურში) და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მუხლი 4🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ზოგადი წესი 1.  პროკურატურის თანამშრომელს წელთა ნამსახურობის დანამატი ეძლევა შესაბამისი სტაჟის შესრულების შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული ოდენობით. 2. სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გადმოსვლისას,  პროკურატურის თანამშრომლის  მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარმოდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა სახელმწიფო ორგანოდან/უწყებიდან გამოგზავნის შემდეგ, ხდება შესაბამისი სტაჟის  დათვლა და  წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა. იგივე წესი მოქმედებს  პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას – სტაჟის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და გამოგზავნის შემდეგ. 3. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით ან კონკურსის გარეშე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დანიშვნისას მას უნარჩუნდება პროკურატურაში მანამდე არსებული სტაჟი, ასევე არსებობის შემთხვევაში სტაჟში ჩაეთვლება სხვა სახელმწიფო ორგანოში/უწყებაში ნამუშევარი  და მიეცემა შესაბამისი დანამატი. 4. პროკურატურის თანამშრომლის  სხვა პოზიციაზე გადაყვანისას/როტაციისას, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე დაწინაურებისას ან/და არამენეჯერულ პოზიციაზე დაბრუნების შემთხვევაში თანამშრომელს უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი, გადანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეების,  თანამდებობრივი სარგოსა და  სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. 5. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი თანამშრომლის კონკურსით ან კონკურსის გარეშე დანიშვნისას მას მიეცემა წელთა ნამსახურობის დანამატი, დანიშვნის შესაბამისი თარიღის, ნამუშევარი კალენდარული დღეების, თანამდებობრივი სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. 6. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (გარდა ანაზღაურების გარეშე შვებულებისა), ასევე დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში უნარჩუნდება წელთა ნამსახურობის დანამატი. 7. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირს წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში. 8. პროკურატურის თანამშრომლისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა წყდება მისი დათხოვნის შემდეგ, ნამუშევარი კალენდარული დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოსა და სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად. მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება 1. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კოორდინირებას უწევს საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 2. გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას პროკურატურის თანამშრომლისათვის სტაჟის, სახელმწიფო სპეციალური წოდებისა და  წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ. 3. პროკურატურის თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ადმინისტრირება ხდება გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. 4. პროკურატურის თანამშრომელი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით.