„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14/2026
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016842
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №14/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ12” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების (შემდგომში – სერტიფიცირება) ჩატარების, სერტიფიკატის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების წესს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი