⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.07.2013)
გაუქმებულია:

„საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 03.11.2006
ძალის დაკარგვა 11.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1290
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.22.024.009.537
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 08/11/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,197 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2006 მიღება
11.07.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"GEO DUMBADZE";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.25pt; font-size:14.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif"; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.25pt; font-size:13.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:4.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-1.15pt; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.25pt; font-size:13.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.85pt 62.95pt 62.95pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.22.024.009.537 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1290 2006 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული საქართველოს საავტომობილო გზების „ საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქცია“ (დანართი №1). 2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ბრძანების გამოქვეყნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ი. ჩოგოვაძე საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კლასიფიკაციის ძირითადი მიზანი „ საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქცია“ აჯგუფებს საქართველოს ტერიტო რიაზე განლაგებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებს სახეობებად და აზუსტებს თითოეულ სახეობაში შესასრულებელი ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება საავტომობილო გზების ცნება 1. საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებითა და გაბარიტებით. საავტომობილო გზების ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი; ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის; გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში; დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ; ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი. 2. გზის გეომეტრიული პარამეტრები – მიწის ვაკისის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლის, გვერდულის გამაგრების ზოლის, გვერდულის და კიუვეტის სიგანეები; სამოსის კონსტრუქციული ფენების სისქეები; კიუვეტის სიღრმე; გრძივი და განივი ქანობების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდეების და ხილვადობის არის სიდიდეები, ხიდების და გვირაბების გაბარიტები და სხვა. 3. გზის ინფრასტრუქტურა – გზის კეთილმოწყობის, ავტოტრანსპორტისა და მგზავრების სერვისის ობიექტები. 4. გზის მახასიათებელი მაჩვენებლების მონაცემთა ბანკი – გზების და მათზე განლაგებული საინჟინრო ნაგებობების: სათანადოდ დამტკიცებული მახასიათებელთა ტექნიკური, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლების მონაცემთა ტექნიკური დოკუმენტი. 5. გზის დიაგნოსტიკა – გზების ტექნიკური, სატრანსპორტო და საექსპლუატაციო მდგომარეობის განსაზღვრა, გამოკვლევის ჩატარების გზით. 6. გზის სამოსი – წარმოადგენს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სიგანის ფარგლებში საფარის, საფუძვლის და საფუძვლის დამატებითი (ქვეშსაგები) ფენის (საჭიროების შემთხვევაში) ერთობლივ კონსტრუქციას. 7. გზის საფარი – გზის სამოსის ზედა ფენა (ან ფენები). 8. მიწის ვაკისი – კომპლექსური საინჟინრო ნაგებობა, რომლის ძირითად მოვალეობას საკუთარი და მასზე მოწყობილი გზის სამოსის მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიწის ვაკისი მოიცავს: ყრილის ტანს და საფუძველს, ჭრილის ზედა მუშა ფენას, ყრილების და ჭრილების ფერდობებს, ზედაპირული და გრუნტის წყლების ამრიდ ან დონის დამწევ ნაგებობებს. 9. მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები – საგზაო ნიშნები და საინფორმაციო ფარები, გზების ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნები, შუქნიშნები, მიმმართველი ბოწკინტები, პარაპეტები, ზღუდარები და სხვა. 10. საავტომობილო გზების მახასიათებელი მაჩვენებლები – მოიცავს საავტომობილო გზების ტექნიკურ, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლების მთელ კომპლექსს. 11. საავტომობილო გზების ტექნიკური მაჩვენებლები – მიწის ვაკისის და სამოსის გეომეტრიული პარამეტრები, მოძრაობის ზოლების რაოდენობა, მიწის ვაკისის მდგრადობა, სამოსის კონსტრუქციის ტიპი და მდგრადობა, მოძრაობის ტექნიკური სიჩქარე და სხვა. 12. საავტომობილო გზების საექსპლუატაციო მაჩვენებლები – სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გამტარუნარიანობა; ტრანსპორტის ნაკადის საექსპლუატაციო სიჩქარე, საფარის სისწორე, საფარის ხორკლიანობა და ცვეთმედეგობა; გზებზე და ხიდებზე დასაშვები დატვირთვები, მოძრაობის მდგრადობა, გზის განვლადობა, გზების მომსახურების ვადები, ავარიულობა და უსაფრთხოება; გადაზიდვების თვითღირებულება; გზის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით, დამცავი ნაგებობებით და კეთილმოწყობის საშუალებებით უზრუნველყოფა; მგზავრთა და ავტოტრანსპორტის სერვისის ინფრასტრუქტურით აღჭურვა და სხვა. 13. საავტომობილო გზების სატრანსპორტო მაჩვენებლები – მოძრაობის ინტენსიობა, შემადგენლობა და მოცულობა; გზის ტრანსპორტით დატვირთვის და მოძრაობის სიმჭიდროვის დონე; ნაკადში სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, მიმოსვლისათვის საჭირო დრო და სხვა. 14. საავტომობილო გზების მოვლა-შეკეთება – გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის სამუშაოების სახეობების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებენ საგზაო პირობების აღდგენა-რეაბილიტაციას, გზის გეომეტრიული პარამეტრების შეუცვლელად. 15. საავტომობილო გზების სრულყოფა – გზების რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის სამუშაოების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებენ არსებული გზების გამტარუნარიანობის გადიდების ღონისძიებებს, მოძრაობის ინტენსიობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გზების ტექნიკური, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესებას და სხვა. 16. საავტომობილო გზების განვითარება – ახალი გზების მშენებლობა, რის შედეგადაც ხდება ქვეყნის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების განფენილობის გადიდება. 17. საგზაო სამუშაობების კლასიფიკაცია – საგზაო სამუშაოების სახეობებად დაჯგუფება, სადაც საგზაო პირობების სათანადო დონით გაუმჯობესების მიზნით, თითოეული სახეობა ითვალისწინებს საგზაო სამუშაოების რეგლამენტირებული კომპლექსის ერთდროულ და ავტონომიურ განხორციელებას. 18. საგზაო პირობები – მოიცავს რიგ ტექნიკურ და საექსპლუატაციო მაჩვენებლებს: მიწის ვაკისის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლის, გვერდულების და გამაგრებული ზოლის სიგანეებს; საფარის კონსტრუქციას; გრძივი და განივი ქანობების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდეების და ხილვადობის არის სიდიდეებს; სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გამტარუნარიანობას; საფარის სისწორეს და ხორკლიანობას; გზებზე და ხიდებზე დასაშვებ დატვირთვებს; მოძრაობის მდგრადობას და გზების განვლადობას; გზების ავარიულობას და უსაფრთხოებას და გზების მოძრაობის რეჟიმის რეგულირების საშუალებებით და დამცავი ნაგებობებით აღჭურვას. 19. სარემონტთაშორისო ვადები – კალენდარული ხანგრძლივობა (წლებში), რომლის განმავლობაშიც, საგზაო სამუშაოების ამა თუ იმ სახეობის განხორციელების შედეგად, საავტომობილო გზა ინარჩუნებს დადგენილი რეჟიმით ავტოტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველ ყოფის საიმედოობას. 20. წყალამრიდი ნაგებობები – კიუვეტები, სამთო არხები, სავალი ნაწილიდან წყლის მოცილების სპეციალური ბეტონის ტელესკოპიური გადამშვებით აღჭურვილი ღარები, მიწის ვაკისის ფერდობების გამორეცხვის საწინააღმდეგო ნაგებობები და დრენაჟები. 21. წყალგამტარი ნაგებობები – მილები, ხიდები, აკვედუკები, დიუკერები, სელედუკები და ხონჩები, რომლებიც ზედაპირულ წყლებს სარწყავ არხებს და მდინარეებს ატარებენ გზის ერთი მხრიდან მეორისაკენ. 22. ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ნაგებობები, ესტაკადები, ვიადუკები, გზაგამტარები, აივნები, საყრდენი კედლები, გვირაბები და სხვა. 23. დამცავი ნაგებობები – ნამქერსაწინააღმდეგო; ზვავსაწინააღმდეგო; ზვავწარმოქმნის საწინააღმდეგო, მეწყერსაწინააღმდეგო, ნაპირსამაგრი, ხმაურდამხშობი და სხვა ნაგებობები. 24. საინჟინრო ნაგებობები – საავტომობილო გზის ცნებაში მოიცავს: მიწის ვაკისს, გზის სამოსს, მოძრაობის რეგულირების ტექნიკურ საშუალებებს, გზის მოწყობილობებს, წყალამრიდ, ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებს. 25. გზის კეთილმოწყობა – საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც მოიცავს: დასასვენებელ, გადასახედ და მანქანების დასადგომ მოედნებს, წყაროებს, ავტომანქანების გასაჩერებლებს, პავილიონებს და სხვა. 26. საავტომობილო გზებზე ნორმატიული დატვირთვა – საავტომობილო ტრანსპორტის ღერძებზე დასაშვები მაქსიმალური დატვირთვა. 27. საავტომობილო გზების განთა ვსების ზოლი – მიწის ზოლი, რომელზედაც განთავსებულია საავტომობილო გზის საინჟინრო და დამცავ ნაგებობათა მთელი კომპლექსი და გამწვანება. 28. საპროექტო დოკუმენტაცია – საავტომობილო გზის საინჟინრო ნაგებობათა კომპლექსის ან მისი რომელიმე კომპონენტის მოვლა-შეკეთების, სრულყოფის ან განვითარების სამშენებლო სამუშაოთა ნახაზები, მოცულობები და ღონისძიებების აღმნუსხველი დოკუმენტაცია. 29. დეფექტური უწყისი – ადგილზე გზის გარკვეულ მონაკვეთზე შესასრულებელი საგზაო სამუშაოთა ჩამონათვალის მოცულობების და შესრულების მეთოდის კომისიურად განსაზღვრით შედგენილი უწყისი. 30. საპროექტო მაჩვენებელი – გზის ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლები, რომელიც შეესაბამება ბოლო პერიოდში განხორციელებული საგზაო სამუშაოების სახეობის შედეგად მიღწეულ მონაცემებს. 31. ტექნიკური კატეგორია – გზის ტექნიკური მაჩვენებლების კლასიფიკაცია.     მუხლი 3🔗. საგზაო სამუშაოების სახეობებად დაყოფა 1. საავტომობილო გზებზე შესასრულებელი საგზაო სამუშაოები იყოფა შემდეგ სახეობებად: მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის, მშენებლობა და სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია (შემდგომში – საგზაო სამუშაოები). 2. მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების სახეობებს ერთობლივად გზების მოვლა-შეკეთებითი სამუშაოები ეწოდება, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების სახეობებს – გზების სრულყოფის სამუშაოები, ხოლო ახალი გზების მშენებლობის სამუშაოების სახეობას – გზების განვითარების სამუშაოები.     მუხლი 4🔗. მოვლა-შეკეთების სამუშაოების დაგეგმვა მოვლა-შეკეთების სამუშაოების სახეობების დაგეგმვა ხორციელდება საავტომობილო გზების მახასიათებელი თვისებების ძირითადი მაჩვენებლების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და ითვალისწინებს: გზაზე ავტოტრანსპორტის დაწესებული რეჟიმით და დატვირთვებით, მდგრად, შეუფერხებელ, უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობის უზრუნველყოფას მთელი წლის განმავლობაში; გზებისა და საგზაო ნაგებობების სათანადო შენახვას.     მუხლი 5🔗. საგზაო სამუშაოების სახეობების პროგრამების ჩამოყალიბება 1. საავტომობილო გზებზე პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროგრამები ყალიბდება გზების, მახასიათებელი თვისებების რიგი მაჩვენებლების მონაცემთა ბანკის მიხედვით, რომელიც ამ მაჩვენებლების ფაქტობრივი მდგომარეობის სათანადო წესით (მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევებით) დადგენისა და ანალიზის საფუძველზე იქმნება. 2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტები ხორციელდება დადგენილი წესით საავტომობილო გზის სამოსისა და მიწის ვაკისის მდგრადობის დიაგნოსტიკური გამოკვლევების გათვალისწინებით.     მუხლი 6🔗. საგზაო სამუშაოების სახეობების განხორციელების რეგლამენტირება თითოეული საგზაო სამუშაოს სახეობის შესრულებისას სამშენებლო სამუშაოები უნდა ხორციელდებოდეს მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების დაცვით. თავი II საგზაო სამუშაოების კლასიფიკაცია     მუხლი 7🔗. განმარტება წინამდებარე თავში მოცემულია მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის საგზაო სამუშაოების სახეობებისათვის შესასრულებელი გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი; რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობის დროს შესასრულებელი სამუშაოების სრულყოფილი ჩამონათვალი დგინდება სათანადო საპროექტო დოკუმენტაციაში, ხოლო სტიქიური მოვლენების ლიკვიდაცია ხორციელდება დაზიანებული მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების და სხვათა კაპიტალური ან დროებითი აღდგენის ღონისძიებების გატარებით. საგზაო სამუშაოები ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული მოცულობების ან საბოლოოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით.     მუხლი 8🔗. მიმდინარე შეკეთება 1. მიმდინარე შეკეთება ითვალისწინებს გზის და განთვისების ზოლის სისტემურ მოვლა- შენახვას (სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა); მიწის ვაკისის, საფარის, წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობების, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების და გზის კეთილმოწყობის, მცირე დეფორმაციებისა და დაზიანებების სისტემატურ აღმოფხვრას; შეკეთებას და გზის ზამთრის შენახვას, რომლის შესრულება ხორციელდება ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საპროექტო დოკუმენტაციით ან დეფექტური უწყისით განსაზღვრული მოცულობებისა და ღირებულებების მიხედვით. 2. მიწის ვაკისზე ხორციელდება: ა) გვერდულების დასუფთავება, მოშანდაკება და დაპროფილება, ყრილებისა და ჭრილების ფერდობების გასუფთავება, მოშანდაკება და ბალახის დათესვა, მიწის ვაკისიდან ჩამონაშალის და ღვარცოფის გამონატანის მოცილება, წყლის გატარების უზრუნველყოფა წყალამრიდ არხებში და კიუვეტებში, მათი დანალექების, ნარჩენი თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდა, გვერდულებზე და ფერდობებზე ბალახის მოთიბვა და ბუჩქნარის მოჭრა, განთვისების ზოლის დასუფთავება; ბ) წყალამრიდი და ნაპირსამაგრი ნაგებობების ცალკეული მცირე დაზიანებების აღმოფხვრა, მათი ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 3. გზის საფარზე ხორციელდება: ა) სავალი ნაწილის სისტემატური გაწმენდა მტვრისაგან, ჭუჭყისაგან, ტალახისაგან და სხვა უცხო საგნებისაგან; საჭიროებისამებრ გზის საფარის მორწყვა; ბ) ორმოების, ბზარების, ამონამტვრევების, ნაკვალევის ჯდენების ლიკვიდაცია, ნაწიბურების და ბორდიურების შეკეთება, გაოფლიანებულ მონაკვეთებზე ნაცხრილის მოყრა. ღორღოვან და ხრეშოვან გზებზე საფარის შესწორება და შევსება, გრუნტის გზების პროფილის გასწორება ცალკეულ მონაკვეთებზე. 4. ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე ხორციელდება: ა) ნაგებობების კონსტრუქციული ელემენტების გაწმენდა ჭუჭყის, ტალახის, მონატანის და სხვა ნარჩენებისაგან, ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების დაზიანებების აღმოფხვრა; ბ) ხიდების და მილების კალაპოტების გაწმენდა მონატანისაგან, ნარჩენი თოვლისა და ყინულისაგან; გ) ხიდების საფარის, მოაჯირების და ტროტუარების დაზიანებების გასწორება, ჭანჭიკებისა და მჭიმების მოჭერა ერთეულების შეცვლით, კონუსების გამაგრების დაზიანებების შესწორება, ქვის წყობის ბათქაშის რემონტი, მოქლონების ერთეული გამოცვლა, ხიდების საყრდენი ნაწილების შემოწმება და შეპოხვა; დ) ხიდების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოცდა. 5. მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკურ საშუალებებსა და გზის კეთილმოწყობაზე ხორციელდება: ა) საგზაო ნიშნების, ფარების, ზღუდარების, მიმმართველი მოწყობილობების, ავტოპავილიონების, ავტობუსების გაჩერებების, დასასვენებელი მოედნების და გზის არქიტექტურული გაფორმების ელემენტების მცირე შეკეთება, შეღებვა და სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა; ბ) მოძრაობის ინტენსივობის აღრიცხვა; გ) დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და ზღუდარების აღდგენა და აუცილებელ შემთხვევაში მათი შეცვლა ან დამატებით დაყენება; დ) ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნის აღდგენა. 6. გზების გამწვანებაზე ხორციელდება: ა) მწვანე ნარგავების მოვლა (მათ შორის შეთეთრება); ბ) მცირე მონაკვეთებზე ახალი ნერგების დარგვა და გახარება; გ) ხილვადობის უზრუნველსაყოფად ხეებზე ცალკეული ტოტების შეჭრა, ზოგიერთი ხის მოჭრით; დ) გამხმარი ხეებისა და ნარგავების მოჭრა. 7. გზების ზამთარში შენახვისათვის ხორციელდება: ა) გზის საფარზე მოლიპულობის და მოყინულობის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება; ბ) გზის საპატრულო თოვლწმენდა, მიწის ვაკისის გაწმენდა თოვლის ნამქერისაგან, გვერდულებიდან თოვლის ზვინების მოცილება; გ) ავტობუსების გაჩერებების, პავილიონებისა და დასასვენებელი ადგილების რეგულარული გაწმენდა თოვლისა და ყინულისაგან.     მუხლი 9🔗. პერიოდული შეკეთება 1. პერიოდული შეკეთება ითვალისწინებს საფარის სისწორის, ხორკლიანობისა და საცვეთი ფენის აღდგენას; მიწის ვაკისის ელემენტების, წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობების, მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების და გზის კეთილმოწყობის დაზიანებების პერიოდულ შეკეთებას ან აღდგენას და მათი თანმდევი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების შესრულება ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციით ან დეფექტური უწყისით განსაზღვრული მოცულობების და ღირებულებების მიხედვით. პერიოდული შეკეთების შედეგად მთლიანად უნდა აღსდგეს გზის საპასპორტო საგზაო პირობები. 2. მიწის ვაკისზე ხორციელდება: ა) წყალამრიდი ნაგებობების გაწმენდა და სრული აღდგენა, ყრილებისა და ჭრილების ფერდობებზე დაზიანებების გასწორება და ქანობების აღდგენა, ბალახის დათესვა, საყრდენი კედლების და ნაპირსამაგრი ნაგებობების დაზიანებათა აღმოფხვრა, ჩამონაშალების, მეწყრებისა და ღვარცოფების გამონატანების გაწმენდა; ბ) გვერდულების დაპროფილება, მოშანდაკება და გამაგრება; გ) ტალღებისა და ნაბურცების ლიკვიდაცია; დ) ღორღოვან და ხრეშოვან საფარის გზებზე მიწის ვაკისის გეომეტრიული პარამეტრების და ფერდობების აღდგენა. 3. გზის სამოსზე ხორციელდება: ა) ფრაგმენტულად დაზიანებული საფარის აღდგენა, ორმოების, ტალღების, ბზარების ნაბურცების ლიკვიდაცია დეფორმირებული საფარის ამოჭრა, ასფალტ-ბეტონის მასის ჩაგება და დატკეპნა; ბ) შავსაფარიანი სავალი ნაწილის საფარის ხორკლიანობის აღდგენა, საჭიროების შემთხვევაში საფუძვლისა და საფარის ფენის მოწყობა (პერიოდულ შეკეთებას დაქვემდებარებული ფართის არა უმეტეს 20%-ისა); გ) ღორღოვანი და ხრეშოვანი საფარების პროფილის აღდგენა ინერტული მასალების დამატებით; დ) ცალკეულ მონაკვეთებზე ქვაფენილის ხელახალი გადაგება საფუძვლის შეცვლით; ე) გრუნტის გზების სავალი ნაწილის პროფილის აღდგენა და გაუმჯობესება. 4. ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე ხორციელდება: ა) ნაგებობების კონსტრუქციული ელემენტების შეკეთება, ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების შეცვლით, წყალგამტარი მილების სათავისების და რგოლების დაზიანებათა ლიკვიდაცია; ბ) ხიდების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოცდა, კონსტრუქციების სარემონტო სამუშაოების შესრულება, ლითონის ხიდების ელემენტების შეღებვა და ანტისეპტირება; გ) გალერეების, გვირაბების და ფარდულების მცირე დაზიანებების ლიკვიდაცია. 5. მოძრაობის რეჟიმის უსაფრთხოების ტექნიკურ საშუალებებზე და გზის კეთილმოწყობაზე ხორციელდება: ა) დაზიანებული ზღუდარების შეკეთება, აღდგენა ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების შეცვლით ან განახლება; არსებული დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და მიმმართველი მოწყობილობების აღდგენა და საჭირო შემთხვევაში ახლის დაყენება; ბ) ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონიშვნების აღდგენა და განახლება; გ) ტროტუარების და საცალფეხო ბილიკების, დასასვენებელი ზონების, ავტომანქანების გასაჩერებელი და ღირს შესანიშნავი ადგილების აღდგენა, გაფორმება და კეთილმოწყობა.     მუხლი 10🔗. რეაბილიტაცია 1. რეაბილიტაცია ითვალისწინებს განივი და გრძივი პროფილების აღდგენას, ვირაჟების მოწყობას, მიწის ვაკისის სიგანის, ფერდობებისა და წყალგამტარი ნაგებობების გეომეტრიული პარამეტრების მიყვანას საპასპორტო (საპროექტო) მაჩვენებლებამდე, გადატვირთულ სატრანსპორტო კვანძებში მოძრაობის ერთ დონეში გახსნის სრულყოფას, წყალამრიდი ნაგებობების მთლიან აღდგენას ან ახლის მოწყობას, სამოსის კონსტრუქციის მოძრაობის ინტენსივობის შესაბამისად გაძლიერებას, ხელოვნური ნაგებობების (კალაპოტების და სარეგულაციო ნაგებობების ჩათვლით) კონსტრუქციული ელემენტების შესწორებას და აღდგენას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას ან გზის მათი ახალი დისლოკაციის პროექტის მიხედვით აღჭურვას, გზის კეთილმოწყობის ახალი მოთხოვნების მიხედვით სრულყოფას მათი თანმდევი სამუშაოების შესრულებით, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენით. რეაბილიტაციის შედეგად მთლიანად უნდა აღდგეს გზის ტექნიკური მაჩვენებლები და გაიზარდოს გზის პრაქტიკული გამტარუნარიანობა. რეაბილიტაციის შედეგად უნდა გაუმჯობესდეს გზის ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლები. 2. მიწის ვაკისზე ხორციელდება: ა) მიწის ვაკისის და წყალამრიდი ნაგებობების სრულყოფილი აღდგენა, მიწის ვაკისის შევიწროვების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ყრილების და ჭრილების ფერდობების დახრილობის და გამაგრების მთლიანი აღდგენა და სრულყოფა; ბ) გვერდულების მთლიანი სრულყოფილი აღდგენა, მოშანდაკება, დატკეპნა, გამაგრება და საჭიროების შემთხვევაში გამაგრება; გ) მეწყერების, ზვავების და ჩამონაშალებისაგან გზის მთლიანი გაწმენდა და ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზების ლოკალიზაციისათვის ღონისძიებების განხორციელება; დ) მეწყრული, დაბურცული და სხვა არამდგრად მოკლე მონაკვეთებზე მიწის ვაკისის კონსტრუქციის გაძლიერება; ე) აღმართებზე, ქანობის სიდიდიდან და ტრანსპორტის ინტენსიობიდან გამომდინარე, სატვირთო მოძრაობისათვის დამატებითი ზოლის მოსაწყობად მიწის ვაკისის სათანადო გაგანიერება; ვ) სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებისა და მხედველობის არის გაუმჯობესების მიზნით, გრძივი ქანობებისა და ჰორიზონტალური მრუდების შეცვლა, თუ მათი საერთო სიგრძე არ აღემატება მთლიანი მონაკვეთის სიგრძის 10%-ს. ზ) სატრანსპორტო კვანძებში მოძრაობის ორგანიზაციის სრულყოფისათვის მიწის ვაკისის სათანადო გაგანიერება; თ) წყალამრიდი ნაგებობების მთლიანი შეკეთება, აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში სრულყოფა და ახლის მოწყობა; ი) მიწის ვაკისის ფერდობების და ნაპირსამაგრი სარეგულაციო ნაგებობების აღდგენა და სრულყოფა. 3. გზის სამოსზე ხორციელდება: ა) საფარის დაზიანებების (ტალღები, ნაბურცები, ბზარები და სხვა) ლიკვიდაცია და ახალი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, განივი პროფილების მიკროდეფორმაციების შემასწორებელი ფენით გასწორება და მრუდეებზე ვირაჟების ნორმების შესაბამისად მოწყობა; ბ) გრძივი პროფილის სისწორის აღდგენა, ჯდენების შემთხვევაში მიკროდეფორმაციების ლიკვიდაციით; გ) გზის სამოსის კონსტრუქციის გაძლიერება მოძრაობის საანგარიშო ინტენსიობის მოთხოვნის მიხედვით; დ) დაზიანებულ და დეფორმირებულ მონაკვეთებზე სამოსის მთლიანი შეცვლა ან ახალი უფრო სრულყოფილი სამოსის კონსტრუქციის მოწყობა; ე) საჭიროების შემთხვევაში გვერდულებზე სავალი ნაწილის გამაგრების და ტრანსპორტის გასაჩერებელი ზოლების მოწყობა; ვ) აღმართებზე ქანობის სიდიდიდან და ტრანსპორტის ინტენსიობიდან გამომდინარე, სატვირთო მოძრაობისათვის დამატებით ზოლის მოწყობა; ზ) სატრანსპორტო კვანძებში მოძრაობის ორგანიზაციის ერთ დონეზე სრულყოფისათვის საჭირო ახალი სამოსის მოწყობა; თ) ავტობუსების გაჩერებებზე, დასასვენებელ მოედნებზე და მათთან მისასვლელებზე, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საფარის მოწყობა. 4. ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე ხორციელდება: ა) ნაგებობების დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა, ხიდებზე ახალი ტროტუარების, ზღუდარების და მოაჯირების მოწყობა; ბ) ბურჯების და სარეგულაციო ნაგებობების მდგრადობის უზრუნველსაყოფად დამატებითი გამაგრებების განხორციელება; გ) არსებული საყრდენი კედლების აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში ახლის მშენებლობა; დ) ლითონის ხიდების სამალო ნაშენების ნაწილობრივ დაკარგული მზიდუნარიანობის აღდგენა, ჟანგისაგან სათანადო გაწმენდა, ანტისეპტირება და სრულყოფილი გადაღებვა; ე) ნორმატივებით დასაშვებზე ნაკლები ხვრეტის არსებული წყალგამტარი მილების ახლით შეცვლა; ვ) საჭიროების შემთხვევაში ხიდების გამოცდა. 5. მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკურ საშუალებებსა და გზის კეთილმოწყობაზე ხორციელდება: ა) საგზაო ნიშნებისა და ფარების მთლიანი აღდგენა ან გზის მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით ახალი დისლოკაციის პროექტის მიხედვით აღჭურვა; ბ) ზღუდარების აღდგენა, განახლება და საჭიროების შემთხვევაში ახლების დაყენება; გ) ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონიშვნის აღდგენა ან ახალი პროექტით შესრულება; დ) ტროტუარების და საცალფეხო ბილიკების, ავტობუსების გაჩერებების, დასასვენებელი მოედნების და პავილიონების მთლიანი აღდგენა და კეთილმოწყობა ან საჭიროების შემთხვევაში ახლის მოწყობა.     მუხლი 11🔗. რეკონსტრუქცია 1. რეკონსტრუქცია ითვალისწინებს გზების და საგზაო ნაგებობების ტექნიკურ და საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესებას, გზის გამტარუნარიანობის და საექსპლუატაციო სიჩქარეების გადიდებას, მიწის ვაკისის მდგრადობის გაძლიერებას, ჰორიზონტალური მრუდეების და გრძივი ქანობების გაუმჯობესებას, გზის სამოსის სიმტკიცის ამაღლებას, წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობების სრულყოფას, ხიდების გაბარიტების და დატვირთვების გაზრდას, გზის მოძრაობის რიგულირების ტექნიკური საშუალებებით და დამცავი ნაგებობებით სრულყოფილ აღჭურვას და სხვა. რეკონსტრუქცია ხორციელდება გზების გადატვირთული მონაკვეთების ან ცალკეული საგზაო ნაგებობების სრულყოფის მიზნით, სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. რეკონსტრუქციის შედეგად გზის ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლები უნდა იქნე ს მიყვანილი ავტოტრანსპორტის პერსპექტიული ინტენსივობის მოთხოვნებამდე. 2. რეკონსტრუქციის დროს ხორციელდება: ა) საგზაო სამუშაოების მთელი კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობის საექსპლუატაციო სიჩქარეების სათანადო გაზრდას და გზის გამტარუნარიანობის გადიდებას; ბ) მიწის ვაკისის და სავალი ნაწილის სიგანის არა უმეტეს ერთი სავალი ზოლით გადიდება; გ) გზის გეგმის, გრძივი და განივი პროფილის გეომეტრიული მაჩვენებლების, მოქმედი ტექნიკური პირობების მიხედვით, მოძრაობის ინტენსივობის მოთხოვნათა შესაბამისად, გაუმჯობესება; დ) ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, გალერეების და სხვა ხელოვნური ნაგებობების და საინჟინრო ნაგებობების თანამედროვე დატვირთვების და გაბარიტების მიხედვით გადაკეთება ან ახლით შეცვლა; ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ურთიერთგადაკვეთებზე სატრანსპორტო კვანძების გახსნის სრულყოფა.     მუხლი 12🔗. მოდერნიზაცია მოდერნიზაცია ითვალისწინებს გზების ან მისი მონაკვეთების ტექნიკურ და საექსპლუატაციო მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებას. იგი ხორციელდება, როდესაც არსებული გზის პრაქტიკული გამტარუნარიანობა ამოწურულია და მისი გადიდება რეკონსტრუქციის მეშვეობით შეუძლებელია; საანგარიშო ინტენსივობის გატარებისათვის აუცილებელი ხდება სავალი ზოლების ორი ან მეტი რაოდენობით გადიდება, ყველა შესაბამისი გეომეტრიული პარამეტრების სრულყოფით.     მუხლი 13🔗. მშენებლობა მშენებლობა ითვალისწინებს სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით ახალი გზის მშენებლობის მთელ კომპლექსს, მათ შორის, ქალაქის და დასახლებული პუნქტების შემოვლითი გზების მშენებლობას.     მუხლი 14🔗. სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია 1. სტიქიურ მოვლენად ითვლება წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, შვავი, ზვავი, მიწისძვრა და სხვა, რომლებიც მიწის ვაკისის და საგზაო ნაგებობებს მიაყენებს მნიშვნელოვან დაზიანებებს, რის გამოც ირღვევა მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, წესდება მოძრაობის ორგანიზაციის შეზღუდული რეჟიმი ან გზის ფაქტობრივი დაკეტვა. 2. გზებზე სტიქიური მოვლენების ლიკვიდაცია ხორციელდება: დაზიანებული მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების და სხვათა კაპიტალური ან დროებითი აღდგენის ღონისძიებების გატარებით. საგზაო სამუშაოები ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული მოცულობების ან საბოლოოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით.