„საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №5 |
|
2026 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
სპორტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
გ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;
დ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება;
თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა;
ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი;
კ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ლ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
მ) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა;
ნ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ო) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
პ) საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა;
ჟ) სპორტის სფეროში სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
რ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სპორტის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათი შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებებიდან დაფინანსების თაობაზე სპორტულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება;
ს) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების ხელშეწყობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
უ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა;
ფ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია;
ქ) სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა;
ღ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ყ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია;
შ) სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
ჩ) სპორტის მიმართულებით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ც) კომპეტენციის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელებისას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ძ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;
გ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;
დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ე) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს საერთაშორისო საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება და კოორდინაცია;
თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში მოწვეული უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ამ დებულების მე-8 − 131 მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამის პირველად სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ში შესაძლოა, შეიქმნას შიდა სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.“.
|