📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1178
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017661 56
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/01/2026
518 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი საქართველოს კანონი 82% 12.06.2015 სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 81% 30.06.2025 სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონი 81% 17.03.2020 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 81% 20.10.2016 ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი 80% 11.01.2021

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №1178 2026 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პენიტენციური კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში შექმნილია შემდეგი პენიტენციური დაწესებულებები: ა) №1 დაწესებულება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლაითური, 9 აპრილის ქუჩა №25) – პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთისა და ქალთა სპეციალური დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 ბრალდებული/მსჯავრდებული; ბ) №2 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქუჩა, №26) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1068 ბრალდებული/მსჯავრდებული; გ) №3 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქუჩა, №27) − პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 92 ბრალდებული/მსჯავრდებული; დ) №5 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი) – პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადებისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ქალთა სპეციალური დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 867 ბრალდებული/მსჯავრდებული; ე) №6 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი) – პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 309 ბრალდებული/მსჯავრდებული; ვ) №8 პენიტენციური დაწესებულება – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი: ვ.ა) 2325 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, №141); ვ.ბ) 101 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, აბუსერიძე−ტბელის ქუჩა, №11); ზ) №10 პენიტენციური დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი, მე-10 ქუჩა, №12) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 ბრალდებული/მსჯავრდებული; თ) №11 პენიტენციური დაწესებულება (ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქუჩა, №3) − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 82 მსჯავრდებული; ი) №12 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, №62) – პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 580 ბრალდებული/მსჯავრდებული; კ) №14 პენიტენციური დაწესებულება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგუთი, მე-3 ქუჩა, №27) – ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1362 მსჯავრდებული; ლ) №15 პენიტენციური დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი, მე-10 ქუჩა, №12) − ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 1388 მსჯავრდებული; მ) №16 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, №62) – დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 528 მსჯავრდებული; ნ) №17 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, №94) – ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 2000 მსჯავრდებული; ო) №18 პენიტენციური დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი: ო.ა) 140 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, №141); ო.ბ) 90 ბრალდებული/მსჯავრდებული (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი, მე-10 ქუჩა, №12). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია