პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1178
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017661
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1178

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

პენიტენციური კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში შექმნილია შემდეგი პენიტენციური დაწესებულებები:

ა) №1 დაწესებულება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლაითური, 9 აპრილის ქუჩა №25) – პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთისა და ქალთა სპეციალური დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ბ) №2 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქუჩა, №26) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1068 ბრალდებული/მსჯავრდებული;

გ) №3 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქუჩა, №27) − პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 92 ბრალდებული/მსჯავრდებული;

დ) №5 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი) – პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადებისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ქალთა სპეციალური დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 867 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ე) №6 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი) – პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 309 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ვ) №8 პენიტენციური დაწესებულება – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:

ვ.ა) 2325 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, №141);

ვ.ბ) 101 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, აბუსერიძე−ტბელის ქუჩა, №11);

ზ) №10 პენიტენციური დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი, მე-10 ქუჩა, №12) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 ბრალდებული/მსჯავრდებული;

თ) №11 პენიტენციური დაწესებულება (ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქუჩა, №3) − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 82 მსჯავრდებული;

ი) №12 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, №62) – პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 580 ბრალდებული/მსჯავრდებული;

კ) №14 პენიტენციური დაწესებულება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგუთი, მე-3 ქუჩა, №27) – ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1362 მსჯავრდებული;

ლ) №15 პენიტენციური დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი, მე-10 ქუჩა, №12) − ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 1388 მსჯავრდებული;

მ) №16 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, №62) – დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 528 მსჯავრდებული;

ნ) №17 პენიტენციური დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, №94) – ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი − 2000 მსჯავრდებული;

ო) №18 პენიტენციური დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:

ო.ა) 140 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, №141);

ო.ბ) 90 ბრალდებული/მსჯავრდებული (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი, მე-10 ქუჩა, №12).

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანება.

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია