1. ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსება.

2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულის განცალკევება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათის ვადით.

3. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.

4. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან მისი ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით, ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.

6. თუ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი მიზანი, დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს მსჯავრდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებისთვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის წარსადგენად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვ