1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან დაწესებულებაში მუშაობისას გამოიმუშავა ან პირად ანგარიშზე ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა ჩარიცხეს.
2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მაღაზიაში შეუძლიათ შეიძინონ დამოუკიდებლად.
3. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებული მაღაზიაში კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად, ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად განცხადებით მიმართავს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება სპეციალური საკნების მიხედვით და მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით.
4. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება ამ დებულების №3 დანართით განსაზღვრული კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საგნები.
5. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
6. მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1500 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, არაუმეტეს 2000 ლარამდე
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზ