1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულნ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად დაწესებულების დირექტორის დავალებით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც − სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.

4. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულნ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.

5. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანები