1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.

2. დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი კრიზისული ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი სათანადო ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.

3. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამის მოსამსახურეთა მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პენიტენციური კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

4. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის თანხმობით იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაცია