1. პირად არასრულ შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი ყველა პირი, აგრეთვე დაწესებულებისა და №15 განყოფილების მოსამსახურეები.

2. დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემოწმების ზონაში.

3. პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, აგრეთვე სხვა თანმხლები ნივთების შემოწმება/დათვალიერება, გაშიშვლების გარეშე.

4. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, ხოლო თუ დაწესებულებაში არ არის შესაბამისი საშუალებები, შემოწმება ხორციელდება ხელით, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

5. პირადი არასრული შემოწმებისას, დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირს შესაძლებლობა აქვს, სურვილის შემთხვევაში შემოწმება გაიაროს სკანერის აპარატის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.

6. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით:

ა) პირს შეეთავაზება, თავად წარმოადგინოს აკრძალული ნივთები და ლითონის შემცველი საგნები, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, და ა.შ.), მოიხსნას თავსაბურავი და მოიხსნას ქამარი, აგრეთვე შესამოწმებლად წარმოადგინოს ელექტრონული მოწყობილობები (მაგ: პორტატიული კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი და ა.შ.) მათი დაწესებულებაში შეტანის ნებართვის არსებობის შემთხვევაში;

ბ) პირს შეეთავაზება, გაიაროს თაღურ მეტალმძებნში, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში პირი ექვემდებარება ხელით შემოწმებას;

გ) პირის ხელით შემოწმება ხორციელდება თავიდან ფეხების მიმართულებით, ხელების თანმიმდევრული მოძრაობით, ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გულდასმით შემოწმებით, რაც მოიცავს შემდეგ ზონებს:

გ.ა) ზედა ტანსაცმელს (ზურგი, საყელო, ზედა ტანსაცმლის გადანაკეცები, მხრები, ჯიბეები, მკლავები, ყელსახვევი, ჰალსტუხი, კაშნე, პერანგი, პულოვერი და ა.შ.);

გ.ბ) ქვედა ტანსაცმელს (შარვალი, კაბა, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე და შიდა მხარე, ქამარი, ჯიბეები, შარვლის, კაბის გადანაკეცები);

დ) შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება პირის შემოწმება ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.

7. აკრძალული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის პრევენციის მიზნით, ჯგუფის წევრი, პერიოდულად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა პირად არასრულ შემოწმებას ატარებს თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნითა და ხელით.

8. თუ პირი უარს აცხადებს პირად არასრულ შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში შემოწმების ზონას გაივლის მხოლოდ პირადი სრული შემოწმების შემთხვევაში ან არ დაიშვება დაწესებულებაში.

9. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარის ან/და ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით ხორციელდება პირის თანმქონი ნივთის შემოწმება. ჯგუფის წევრი უნდა დარწმუნდეს, რომ თანმქონ ნივთებში არ არის მოთავსებული აკრძალული ნივთები. საჭიროების შემთხვევაში, ნივთები შეიძლება შემოწმდეს ხელით ან/და ხელის მეტალმძებნის მეშვეობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემოწმებისას მისი ეტლი, ყავარჯენი ან/და ხელჯოხი მოწმდება როგორც თანმქონი ნივთი. ის ნივთები, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენული დანადგარის გვირაბის გაბარიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწმდება ხელით, ხელის მეტალმძებნის ან/და ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.

10. თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) პირის ზედმეტი საგნებისგან გათავისუფლების შემდეგ განხორციელდეს მისი სხეულის თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნით განმეორებითი შემოწმება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს პირის ხელის მეტალმძებნით შემოწმება, აგრეთვე სხეულის იმ ზონების ხელით შემოწმება, რომელმაც გამოიწვია სიგნალიზაციის ამოქმედება.

11. პირადი არასრული შემოწმების დროს აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, დაუყოვნებლივ ეცნობება №15 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებით. №15 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №15 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №15 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

12. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №15 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.

14. თუ პირადი არასრული შემოწმების შემდგომ შესამოწმებელი პირი უარს აცხადებს პირადი სრული შემოწმების გავლაზე, ან/და თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობება №15 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №15 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. №15 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №15 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №15 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

15. პირადი არასრული შემოწმების დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, №15 განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესით“.

16. დაწესებულებიდან გამოსული პირი ექვემდებარება შემოწმებას ამ მუხლით დადგენილი წესით, რის შემდგომ გადაეცემა თავისი კუთვნილი ნივთები.

17. დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის ხელით შემოწმების შემთხვევაში, შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რომელ სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.

18. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯგუფის წევრის/წევრების მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.

19. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში იწარმოება დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №12).

20. პირადი არასრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების – ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

21. დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი არასრული შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმი