1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს.
2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი დაწესებულების დირექტორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა მიერ გაცემულ დოკუმენტს ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე მსჯავრდებულთან ბოლო 1 წლის განმავლობაში თანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს 5 დღიანი ვადის დაუცველად.
3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე მსჯავრდებული იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.
4. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს დაწესებულების დირექტორი.
5. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა და პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურეების დახმარებით, უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
7. დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს მინის გამყოფი ბარიერის მიღმა. უშუალო შეხვედრის ფორმით ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით, ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
8. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით.
9. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. მსჯავრდებულის ამ დებულების 41-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.
11. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ ან შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებასთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
13. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ამ დებულების 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვანებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
14. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
15. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის პირად არასრულ შემოწმებას.
16. შეხვედრაზე მოსულ პირს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი აკრძალულ ნივთებს შესანახად ხელწერილით აბარებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეებს.
17. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთი ან დაწესებულებიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს, რომ მას დაწესებულებაში შესვლის ან დაწესებულებიდან გასვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას, რომელთა დაწესებულებაში შეტანა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს დროებით შეაჩერებს, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
18. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის ბარათს (დანართი №11), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეშ