1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების შესაბამისი მოსამსახურეები.
3. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ინახება.
4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
5. მსჯავრდებულთა მიღება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ხორციელდება მათი საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების დაუსწრებლად, გამონაკლისია, როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას.
6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დაწესებულების დირექტორს.
7. დაწესებულებაში მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. თუ მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.
8. დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
9. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, დაწესებულების საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საერთო საცხოვრებელში/საკანში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით, დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისთვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის აზრი.
13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.
14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
16. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
17. დაწესებულებაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინები