1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

2. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.

3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს.

4. საჩივართან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IX

მსჯავრდებულის წახალისე