1. დაწესებულებას მართავს და ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან (შემდგომ – მინისტრი) შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით, აგრეთვე ოპერატიული მორიგეებისა და მათი თანაშემწეების მეშვეობით.
3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.
4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროებს, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.
5. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგე