1. თუ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.
დაწესებულებაში შესვ