1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების ტერიტორიაზე, ყველა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც არ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
3. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა, წარწერით – „საჩივრების ყუთი“.
4. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
5. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით.
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და მათი ნომრების აღრიცხვა.
7. დაწესებულებაში საჩივრების აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე სპეციალურად ამისთვის შედგენილ ოქმში, რის შემდეგაც, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, იგი მოთხოვნას/საჩივარს ადრესატთან გაგზავნის მიზნით, ხელწერილით გადასცემს დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება დაუყოვნებლივ არეგისტრირებს საჩივრებს და აგზავნის დანიშნულებისამებრ.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში ის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს საჩივრების ახალი ყუთ