1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის;
ზ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
თ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ი) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე.
2. ბრალდებულის მიმართ გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლო