1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.
2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ოპერატიული მორიგის თანაშემწეს და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის შესრულებას.
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების/საერთო საცხოვრებლების დათვალიერებაში;
გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებებ