1.       დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:

ა) მსჯავრდებულისთვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;

ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;

გ) მსჯავრდებულის განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;

დ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადება;

ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.

3. ბრალდებულის თანხმობით მასთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ბრალდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და ამ დებულების 65-ე მუხლი ბრალდებულის სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინები