1. დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად აუცილებელი რაოდენობის შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისთვის საჭირო კონვერტით.

2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვა, აგრეთვე ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა მის მიერ საჩივრის შეტანის გამო.

3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საჩივარში აღნიშნული პრობლემის ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შეიძლება ადგილზე განხილვით გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნ