„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის ბრძანება №19 |
|
2026 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი |
|
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ დაგეგმილი/მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ადგილობრივ დონეზე განხორციელებისას და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება და კოორდინაცია;
დ) სამინისტროს, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულების კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია;
თ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების საშტატო ნუსხების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;
კ) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე დეპარტამენტში შესული ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება-ანალიზი და მასზე რეაგირება;
ლ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებით (შემდეგში – დადგენილება), საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში (გარდა 45100000, 45200000, 45300000, 45400000) სახელმწიფო შესყიდვების დაწყებამდე შესასყიდი ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ო) დეპარტამენტის შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
დეპარტამენტის სტრუქტურაში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:
ა) რეგიონული კოორდინაციის სამმართველო;
ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.
რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების კოორდინაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაში;
ბ)კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ დაგეგმილი/მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ადგილობრივ დონეზე განხორციელებისას და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება და კოორდინაცია;
დ) სამინისტროს, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;
თ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ი) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაში, აღნიშნული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ანალიტიკური მიმოხილვის, ინფორმაციული განმარტებების ან სხვა მასალების მომზადებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი, მასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფომრაციის მომზადება, სისტემატიზაცია და ამ კუთხით დეპარტამენტის საქმიანობის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა. ასევე, ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო რწმუნებულების კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია;
დ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების საშტატო ნუსხების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საჭიროებების იდენტიფიცირება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
ვ) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე დეპარტამენტში შესული ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება, სისტემატიზაცია, ანალიზი და მასზე რეაგირება;
ზ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებით (შემდეგში – დადგენილება), საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში (გარდა 45100000, 45200000, 45300000, 45400000) სახელმწიფო შესყიდვების დაწყებამდე შესასყიდი ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტმენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
კ) დეპარტმენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტმამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან მინისტრისათვის წარდგენის მიზნით, კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტმენტში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს დეპარტამენტის მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
1.დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსების, ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.