“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.554
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1214
2006 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №31, მუხ. 363) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. რეორგანიზებულ იქნეს ახმეტისა და თელავის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს თელავის სატყეო მეურნეობა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სატყეო მეურნეობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
4. ეს ბრძანება (გარდა პირველი და მეორე პუნქტებისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
დ. ტყეშელაშვილი