ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2026
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016048
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №3
2026 წლის 16 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 26 სექტემბრის №24-242526941 წერილის მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2025 წლის 30 დეკემბრის MRD №01/2975 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევს გადაერქვას სახელი და ეწოდოს საქართველოს დამსახურებული მხატვრის ქართველი პეიზაჟისტის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელი. დამტკიცდეს ლეოპოლდ ძაძამიძის პირველი შესახვევი, რომლის სათავედ განისაზღვროს ლეოპოლდ ძაძამიძის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს შალვა ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი თაზო ფაცაცია