„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №28 |
|
2026 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 040170020.10.003.025548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (ერთჯერადად შესყიდვის ღირებულება აჭარბებს CPV კოდს) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და მონეტარული ზღვრები, რომელთა ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი/კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინასწარ თანხმობას, წესის (დანართი №2) შესაბამისად.“. 2. დანართ №2-ის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (ერთჯერადად შესყიდვის ღირებულება აჭარბებს CPV კოდს) მიხედვით, კლასიფიკატორის კოდებისა და მონეტარული ზღვრების (ცხრილი №2) ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების (გარდა დანართ №2-ის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა), მათ დაქვემდებარებაში მყოფი/ კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წინასწარ თანხმობას.“; ბ) ცხრილი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხრილი №2
CPV კოდები შესაბამისი მონეტარული ზღვრებით
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.01.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.025577.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 23.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025577 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6765606/