„2006 წლის გამოშვების 50 თეთრის ნომინალის მონეტებისა და 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"
მიღების თარიღი 13.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.009.561
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 16/11/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„2006 წლის გამოშვების 50 თეთრის ნომინალის მონეტებისა და 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal; text-decoration:underline;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 63.0pt .75in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.009.561
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №58
2006 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
2006 წლის გამოშვების 50 თეთრის ნომინალის მონეტებისა და 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. 2006 წლის 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში გავიდეს 2006 წლის გამოშვების 50 თეთრის ნომინალის მონეტები №1 დანართში მოცემული მახასიათებლების მიხედვით.
2. 2006 წლის 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის მონეტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება, №2 და №3 დანართებში მოცემული მახასიათებლების მიხედვით.
3. ზემოაღნიშნული ნომინალის მონეტები მიმოქცევაში იქნება 50 თეთრის ღირებულების ძველი გამოშვების მონეტებთან, 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად.
4. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს აღნიშნული ნომინალის მონეტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.
5. ეს დადგენილება და 2006 წლის გამოშვების 50 თეთრის, 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის მონეტების თანდართული მახასიათებლები გამოქვეყნდეს საინფორმაციო საშუალებებით.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 20 ნოემბრიდან.
თავმჯდომარე რ. გოცირიძე
დანართი №1
50 თეთრის ნომინალის მონეტის მახასიათებლები
ავერსი რევერსი
შემადგენლობა: Cu75 Ni25 (ვერცხლისფერი);
დიამეტრი: 24 მმ;
სისქე: 1,9 მმ;
წონა: 6,50 გ.
მონეტის ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც გარს არტყია მზის სხივების სიმბოლური გამოსახულება. გერბის ქვეშ არის წარწერა „საქართველო” და მონეტის მოჭრის თარიღი – „2006”.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „50” და წარწერა „თეთრი”.
მონეტის ორივე მხარეს დაცვის თვალსაზრისით დატანილია მიკროელემენტი ძველი კოლხური თეთრის ანალოგის – ლომის თავის გამოსახულებით.
მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფრულია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო GEORGIA” და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
დანართი №2
1 ლარის ნომინალის მონეტის მახასიათებლები
ავერსი რევერსი
შემადგენლობა: Cu75Ni25 (ვერცხლისფერი);
დიამეტრი: 26,2 მმ;
სისქე: 1,95 მმ;
წონა: 7,8 გ.
მონეტის ავერსი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ზედა მარცხენა მხარეს – წარწერა „საქართველო”, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს – მონეტის მოჭრის თარიღი „2006”.
მონეტის რევერსი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „1” და წარწერა „ლარი”.
მონეტის ორივე მხარეს დაცვის თვალსაზრისით დატანილია მიკროელემენტი ძველი კოლხური თეთრის ანალოგის – ლომის თავის გამოსახულებით.
მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფრულია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო GEORGIA” და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
დანართი №3
2 ლარის ნომინალის მონეტის მახასიათებლები
ავერსი რევერსი
შემადგენლობა: ბიმეტალი -
გარეთა რკალი Cu75 Ni25 (ვერცხლისფერი)
შიდა რკალი Cu92Al6Ni2 (ოქროსფერი);
დიამეტრი: 27 მმ (შიდა რკალის – 18.6 მმ);
სისქე: 2,15 მმ;
წონა: 8 გ.
მონეტის ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველო” და მონეტის მოჭრის თარიღი „2006”.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2” და წარწერა „ლარი”. ვერცხლისფერი ზედაპირი ორიგინალური დაღარვითაა შესრულებული და წარმოადგენს მზის სხივის ცენტრიდანულ სიმბოლურ გამოსახულებას.
მონეტის ორივე მხარეს დაცვის თვალსაზრისით დატანილია მიკროელემენტი ძველი კოლხური თეთრის ანალოგის – ლომის თავის გამოსახულებით.
მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფრულია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო GEORGIA” და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.