გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/36172-25
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2026 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით აკობიძე
განმცხადებელი – შპს „რუსელოისი“ (ს.ნ. 404504327)
წარმომადგენლები: თინათინ გუგუნავა, ანა რიჟამაძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „რუსელოის“ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და
გამოარკვია:
2025 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს „რუსელოისი“ (ს.ნ. 404504327) წარმომადგენლებმა და მოითხოვეს შპს „რუსელოისი“ (ს.ნ. 404504327) მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია „რუსელოისი“ დაარსებულ იქნა 2015 წლის ნოემბერში და მის საქმიანობას წარმოადგენდა ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზაცია. კომპანიის მუშაობის ათ-წლიანი პერიოდის განმავლობაში, წმინდა ბუღალტრული მონაცემების თანახმად, მუდამ დანაკარგზე მუშაობდა, მხოლოდ ორი წელი, 2017 წელსა და 2021 წლებში კომპანია გავიდა მცირე მოგებაზე. ამ წლების განმავლობაში კომპანიის წინაშე არსებულ მუდმივ გამოწვევებს წარმოადგენდა სილიკომანგანუმის სარეალიზაციო ფასის მუდმივი ცვალებადობა, ელექტროენერგიის ფასის მუდმივი ზრდა და წარმოებისათვის საჭირო ნედლეულზე შეზღუდული წვდომა. 2016-დან 2023 წლამდე კომპანიამ იმუშავა სილიკომანგანუმის წარმოებაზე, თუმცა იმის გამო, რომ ეს საქმიანობა მუდმივად წამგებიანი იყო, 2023 წლიდან კომპანიის მიერ განხორციელდა საწარმოო ციკლის (ღუმელის) გადაკეთება ფეროქრომის წარმოებაზე, რასაც იგი ახორციელებდა 2025 წლის აპრილის თვემდე, სანამ ქარხანა შეწყვეტდა წარმოებას. კომპანიის მენეჯმენტის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი მცდელობისა, წარმოება ყოფილიყო მომგებიანი, შედეგი ვერ იქნა მიღწეული და წლების განმავლობაში დაგროვილი ვალდებულებების გამო კომპანია გახდა გადახდისუუნარო.
გარდა ამისა, განცახდებაში აღნიშნულია, რომ შპს „რუსელოისის“ მთლიანი აქტივების ჯამი შეადგენს 31 952 652.88 ლარს, ხოლო ვალდებულებების/პასიების ჯამი წარმოადგენს 91 651 417.30 ლარს. ამასთან, 2025 წლის აპრილის თვიდან გააჩნია სახელფასო ვალდებულება თანამშრომლების მიმართ 211 770.32 ლარის ოდენობით. მოვალე შეყვანილია მოვალეთა რეესტრში.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული 22.12.25 წელს გაცემული ცნობის თანახმად შპს „რუსელოისს“ გააჩნია სალდირებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება 176 307.04 ლარის ოდენობით.
მოვალის განმარტებით, საქმიანობის საფუძველი აღარ არსებობს, რადგან კომპანიის საკუთრებაში არსებული ქ. რუსთავში მდებარე ქარხანა გაჩერებულია 2025 წლის მაისის თვიდან. მოვალეს აქვს ელექტროენერგიის მსხვილი დავალიანება მომწოდებენ კომპანიასთან, რომლის გადახდის გარეშე საწარმოს ამუშავება შეუძლებელია. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი თანხების მოზიდვა საფინანსო ინსტიტუტებიდან ან ინვესტორების მხრიდან, ამ უკანასკნელთა დაინტერესებას კი თავის მხრივ ხელს უშლის საწარმოს ქონებაზე გავრცელებული მრავალრიცხოვანი შეზღუდვები და კომპანიის ზოგადი მძიმე ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობა. შედეგად კი, არ იკვეთება ერთი გარემოება მაინც, რომელიც მაღალი ალბათობის სტანდარტით დაადასტურებს, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებასა და აქტივებსა და პასივების შორის ურთიერთმიმართების დაბალანსებას, თავის მხრივ, ეს მდგომარეობა მყარად დადგენილია და გადახედვას არ ექვემდებარება.
გარდა ამისა, განცხადება შეიცავს განმცხადებელი კომპანიის ბალანსზე არსებული ქონების ჩამონათვალს. საბანკო ანგარიშების, უზრუნველყოფილი თუ სხვა კრედიტორების შესახებ ინფორმაციას.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოვალის მოთხოვნას წარმოადგენს გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რაც შევსებული იქნა 2026 წლის 20 იანვარს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რუსელოისის“ (ს.ნ. 404504327) განცხადება ცნობილ იქნეს დასაშვებად.
2. შპს „რუსელოისის“ )ს.ნ. 404504327) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
3. შპს „რუსელოისის“ )ს.ნ. 404504327) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ნინო ქოჩიაშვილი (პ.ნ. 01017057187, ტელ. 557 71 01 02, ელ. ფოსტა - nkochiashvili@newvision.ge), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge-სა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით აკობიძე