საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №766
სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.027.009.562
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 155, 17/11/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.027.009.562
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №766
2006 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის შესახებ” თანდართული დებულება.
2. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) მამუკა გელოვანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პაატა პაპუაშვილი – მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლილი ერაძე – მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფროსი;
დ) ზაურ აბაშვილი – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
ე) გიორგი ვაშაძე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე;
ვ) ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
ზ) გვანცა აბესაძე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 16 იანვრის №3 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის შექმნის შესახებ” და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №45 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
დანართი
დებულება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის შესახებ
1. იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე და თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულების, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
2. კომისიის წევრთა რაოდენობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით.
3. კომისია იქმნება 7 წევრის შემადგენლობით – თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და 5 წევრი.
4. კომისიის სხდომა ტარდება ორ კვირაში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე სხდომებიც.
5. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.
6. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის (თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის) ხმა.
7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების სახით, რომელშიც აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის ჩატარების რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
8. კომისიის დადგენილების პირველი პირი ინახება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო სათანადოდ დამოწმებული მეორე პირი დაერთვის შესაბამის საქმეს.
9. კომისიის სხდომა ფორმდება სპეციალური ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი კომისიის დადგენილების პირველ პირთან ერთად ინახება იუსტიციის სამინისტროში.
10. მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული დადგენილებით კომისია ამტკიცებს შესაბამის საკითხზე მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დასკვნას ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. დეპარტამენტის დასკვნა, დამტკიცების მიუხედავად, დაერთვის შესაბამის საქმეს.
11. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების ან წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული დადგენილების მეორე პირი შესაბამის საქმესთან ერთად იუსტიციის მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
12. კომისია უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეობის თაობაზე განცხადებათა, შუამდგომლობათა და წარდგინებათა დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის შესახებ, ან გადადოს საკითხის განხილვა მისი დამატებითი შესწავლის მიზნით, რის შესახებაც აღინიშნება კომისიის დადგენილებაში და ეცნობება დაინტერესებულ პირებსა და უწყებებს.
13. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და მასალები, ასევე მოიწვიოს მოქალაქეები, თანამდებობის პირები და სპეციალისტები და მოსთხოვოს მათ საკითხის ირგვლივ განმარტებათა მიცემა.
14. კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე) წარმართავს კომისიის სხდომებს, აჯამებს განხილვის შედეგებს და კომისიის სახელით იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
15. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
16. კომისიის წევრები მონაწილეობენ სხდომაზე საკითხის განხილვაში. მათ შეუძლიათ ზეპირად ან წერილობით გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. კენჭისყრის დროს კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
17. კომისიის სხდომის მდივანი არ არის კომისიის წევრი და არ სარგებლობს ხმის უფლებით. იგი ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და სხდომის თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს მას. კომისიის სხდომის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად წარმოებაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.
18. კომისიის სხდომის მდივნის ფუნქციებს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის თანამშრომელი.