პუბლიკაციის თარიღი 29.01.2026
მოქმედების პერიოდი 29.01.2026 — 27.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №36
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №36
2026 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტარიფებისგან განსხვავებული მომსახურების საფასური შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 3🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ბრძანებით განისაზღვროს დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობები და საექსპერტო მომსახურების ვადები.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატებზე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატზე, სამედიცინო ექსპერტიზისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.
მუხლი 5🔗
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე