ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2026
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016021
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში
შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს უსახელო ქუჩების
სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილისა და დურღენას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების სახელდების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №2
2026 წლის 27 იანვარი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების
სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის №50 სხდომის საოქმე გადაწყვეტილების საფუძველზე:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საჭოჭუოში არსებულ უსახელო ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№1 ქუჩას – ილია ჭავჭავაძის სახელი;
№2 ქუჩას – ერეკლე მეორის სახელი;
№3 ქუჩას – იაკობ გოგებაშვილის სახელი;
№4 ქუჩას – ნიკო ფიროსმანის სახელი;
№5 ქუჩას – დემეტრე თავდადებულის სახელი;
№6 ქუჩას – შოთა რუსთაველის სახელი;
№7 ქუჩას – დავით კლდიაშვილის სახელი.
2. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოში არსებულ უსახელო ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№1 ქუჩას – ცოტნე დადიანის სახელი;
№2 ქუჩას – თამარ მეფის სახელი;
№3 ქუჩას – წმინდა ნინოს სახელი;
№4 ქუჩას – ზვიად გამსახურდიას სახელი;
№5 ქუჩას – მერაბ კოსტავას სახელი;
№6 ქუჩას – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი;
№7 ქუჩას – ვაჟა-ფშაველას სახელი;
№8 ქუჩას – წმინდა გიორგის სახელი;
№9 ქუჩას – დავით გურამიშვილის სახელი;
№10 ქუჩას – ანა კალანდაძის სახელი;
№11 ქუჩას – პაოლო იაშვილის სახელი;
№12 ქუჩას – სულხან-საბა ორბელიანის სახელი
№13 ქუჩას – გიორგი სააკაძის სახელი;
№14 ქუჩას – აკაკი წერეთლის სახელი;
№15 ქუჩას – რაჰიბ მამედოვის სახელი;
№16 ქუჩას – გრიგოლ აბაშიძის სახელი;
№17 ქუჩას – ნოდარ დუმბაძის სახელი.
3. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოში არსებულ შესახვევს, თანდართულ რუკაზე მონიშნული შესახვევის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი:
№4 ქუჩის I შესახვევს – ზვიად გამსახურდიას ქუჩის I შესახვევი.
4. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოში არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№13 ქუჩის I ჩიხს – გიორგი სააკაძის I ჩიხი;
№13 ქუჩის II ჩიხს – გიორგი სააკაძის II ჩიხი;
№13 ქუჩის III ჩიხს – გიორგი სააკაძის III ჩიხი.
5. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საღვამიჩაოში არსებულ ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№1 ქუჩას – თავისუფლების სახელი;
№2 ქუჩას – გალაკტიონ ტაბიძის სახელი;
№3 ქუჩას – გრიგოლ რობაქიძის სახელი;
№4 ქუჩას – ალექსანდრე ყაზბეგის სახელი;
№5 ქუჩას – მიხეილ ჯავახიშვილის სახელი.
6. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საღვამიჩაოში არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული შესახვევის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№2 ქუჩის I ჩიხს – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის I ჩიხი;
№4 ქუჩის I ჩიხს – ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩის I ჩიხი.
7. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საქორქიოში არსებულ ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№1 ქუჩას – როდიონ ქორქიას სახელი;
№2 ქუჩას – წმინდა ბარბარეს სახელი.
8. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
9. განკარგულება ძალაში შევიდეს 2026 წლის 27 იანვარს.
10. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
11. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია