⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.08.2012)
გაუქმებულია:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო - საზღვაო ძალების” დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.11.2006
ძალის დაკარგვა 24.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №325
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.009.570
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 21/11/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,776 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2006 მიღება
24.08.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო - საზღვაო ძალების” დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 37.3pt 36.85pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.009.570 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №325 2006 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების“ დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების“ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. დ. კეზერაშვილი დანართი №1 საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები (შემდგომში – სამხედრო-საზღვაო ძალები) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობა და წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვარზე და (GEOREP) შავ ზღვაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მოიცავს სანაპირო ზოლს, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას. 2. სამხედრო-საზღვაო ძალები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით. 3. სამხედრო-საზღვაო ძალები ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წინაშე. 4. სამხედრო-საზღვაო ძალებს აქვს ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დროშა, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი. თავი II საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ფუნქცია და ამოცანები     მუხლი 2🔗 1. სამხედრო-საზღვაო ძალების ძირითადი ფუნქცია: საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვარზე, ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, სუვერენული უფლებების დაცვა და საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში (GEOREP) შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2. სამხედრო-საზღვაო ძალების ამოცანები: ა) სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში; გ) პასუხისმგებლობის ზონაში შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მოქმედების კოორდინაცია; დ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობის დაცვის უზრუნველყოფა საზღვაო სივრცეზე; ე) შესაბამის სამინისტროებთან ურთიერთქმედებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვაო საზღვრის პერიმეტრის გარე აგრესიისაგან დაცვის უზრუნველყოფა; ვ) შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება; ზ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ურთიერთქმედება შესაბამის სამინისტროებთან, ეკოლოგიური მონიტორინგის, მეკობრეობის, ნარკოტიკული დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი), და სხვა არალეგალური საქმიანობის აღკვეთის მიზნით; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო მრავალეროვნულ ძალებთან ერთობლივი სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში, სტიქიური მოვლენების დროს (საგანგებო სიტუაციებში) სამოქალაქო მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენა სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება-ჩატარება; კ) სახმელეთო ჯარების თავდაცვითი ოპერაციების მხარდაჭერა საზღვაო მიმართულებით; ლ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელება საზღვაო სივრცეზე; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სპეციალური ოპერაციების წარმოება მოწინააღმდეგის განლაგების ზონაში არსებულ ობიექტებზე. თავი III საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა:     მუხლი 3🔗 1. სამხედრო-საზღვაო ძალებს ხელმძღვანელობს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. 2. სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის წინაშე ანგარიშვალდებულია სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შემავალი ყველა შენაერთი, სამხედრო ნაწილი, იგი პირადად აგებს პასუხს: ა) მასზე დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მუდმივ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე; ბ) სამხედრო-საზღვაო ძალების მართვაზე, დასმული ამოცანების შესასრულებლად სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და მის წარმატებით განხორციელებაზე. 3. სარდლის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი შტაბის უფროსი.     მუხლი 4🔗 სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ვალდებულებანი: ა) სამხედრო-საზღვაო ძალების წინაშე დასმული ამოცანების შესრულება; ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, აგრეთვე შეიარაღების, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ხელშეუხებელი მარაგის დაგროვება, მათი უსაფრთხო შენახვისა და კომპეტენციის ფარგლებში განლაგების კონტროლი; გ) სამხედრო-საზღვაო ძალების ორგანიზაციულ და სტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) გენერალურ შტაბთან ურთიერთქმედებაში სამხედრო-საზღვაო ძალების პრიორიტეტების განსაზღვრა; ე) სამხედრო გემთმშენებლობის, სამხედრო ხომალდების რემონტის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განვითარების (მოდერნიზაციის) პერსპექტიული დაგეგმარების ხელმძღვანელობა, ყველა სახის წლიური შეკვეთების, შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვის გეგმის შესადგენად წინადადებების შემუშავება და მიწოდება ხელმძღვანელობისათვის; ვ) ხომალდებისა და დამხმარე გემების შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ძირითადი სახეობების, ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების დამტკიცება; ზ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშების შემუშავებაში, (შესყიდვის) ტაქტიკურ-ტექნიკური ამოცანების განსაზღვრასა და შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება; თ) თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ამორტიზებული საბრძოლო ხომალდებისა და უზრუნველყოფის კატარღების ამორიცხვა სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით კატარღებისა და ხომალდების შეიარაღების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის შესახებ დასაბუთებული წინადადებების მომზადება; ი) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად პირადი შემადგენლობის ყველა სახის კმაყოფით უზრუნველყოფის ორგანიზება; კ) თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით ოფიცერთა და ზევადიან სამხედრო მოსამსახურეთა კადრების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში მომზადების დაგეგმვა; ლ) თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის ორგანიზება; მ) საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღების, სამხედრო ქონების, მატერიალური სახსრების მდგომარეობისა და მიზანმიმართულ გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ნ) სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში, საზღვაო ეკონომიკური ზონისა და საქართველოს საზღვაო საზღვრის დაცვაზე, ოპერაციების ჩატარება ზღვაზე; ო) დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით წვრთნების-სწავლებების ჩატარება; პ) თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა; ჟ) სამხედრო-საზღვაო ძალების სტრუქტურაში, შტატებსა და ტაბელებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება; რ) სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის შეიმუშაოს და გენერალური შტაბის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეათანხმოს სახელმძღვანელოების, ცნობარებისა და დამხმარე ლიტერატურის გამოცემა; ს) მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ტექნიკისა და ქონების ახალი, მოდერნიზირებული ნიმუშების დანერგვაში სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით დაამტკიცოს საბრძოლო ხომალდებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოცდის პროგრამები, დანიშნოს ხომალდებისა და გემების მიმღები კომისიები, დაამტკიცოს მიღების აქტები და შეიყვანოს მცურავი საშუალებები სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში; უ) საბრძოლო მომზადების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოცდისა და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად ხომალდისათვის და სხვა სამხედრო ტექნიკისათვის დაამტკიცოს საწვავი-საპოხი მასალებისა და სხვა ხასიათის ლიმიტები; ფ) სამხედრო-საზღვაო ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წინადადებების წარდგენა; ქ) გენერალურ შტაბთან შეთანხმებით მიანიჭოს ხომალდებს სახელწოდებები და საბორტე ნომრები; ღ) ყოველწლიურად შეადგინოს ხომალდების სადოკე რემონტების გრაფიკი, წარადგინოს დასამტკიცებლად გენერალურ შტაბში და დააყენოს მცურავი საშუალებები გეგმურ რემონტზე.; ყ) განსაზღვროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები და დაქვემდებარებული სამხედრო მოსამსახურეების ფუნქციონალური მოვალეობები. თავი IV საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ამოცანები     მუხლი 5🔗 სამხედრო-საზღვაო ძალების სტრუქტურული ერთეულებია: ა) მმართველობა და მთავარი შტაბი; ბ) სამხედრო-საზღვაო ესკადრა; გ) მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა (ფოთი); დ) სამხედრო-საზღვაო ბაზა (ბათუმი).     მუხლი 6🔗 სამხედრო-საზღვაო ძალების მმართველობა და მთავარი შტაბი: ა) სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი შტაბი უზრუნველყოფს სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) მთავარ შტაბს ხელმძღვანელობს მთავარი შტაბის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი; გ) მთავარი შტაბის უფროსის ფუნქციებს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სარდალი.     მუხლი 7🔗 1. სამხედრო-საზღვაო ესკადრა: ა) სადარაჯო ხომალდების დივიზიონი; ბ) საპატრულო კატარღების დივიზიონი; გ) დამხმარე ხომალდებისა და კატარღების დივიზიონი. 2. ძირითადი ფუნქცია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს საზღვარზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და პასუხისმგებლობის ზონაში (GEOREP) ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 3. ძირითადი ამოცანები: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში: ა) საბრძოლო მომზადების პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება; ბ) სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების პუნქტების, სანაპირო ზოლის, ცალკეული უბნების, საგუშაგოების სტრატეგიული ობიექტების დაცვა; გ) მოწინააღმდეგის საბრძოლო ხომალდების, კატარღების დაჯგუფებების ძებნა და განადგურება; დ) მოწინააღმდეგის საზღვაო კომუნიკაციების მოშლა; ე) საკუთარი საზღვაო კომუნიკაციების დაცვა; ვ) სანაღმე და ბადური წინაღობების დაყენება; ზ) ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებების წარმოება; თ) საზღვაო მიმართულებით მოქმედი სახმელეთო ჯარებისათვის საცეცხლე მხარდაჭერა; ი) საზღვაო დესანტის გადასხმა და სანაპიროზე საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერა; კ) მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ბაზების, სანაპიროს ცალკეული უბნების, მდინარეების შესართავების ბლოკირება; ლ) დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოება; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ზღვაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება; ნ) თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვისთვის წინადადებების წარდგენა; ო) სახმელეთო ჯარებთან, სამხედრო-საზღვაო, და სამხედრო-საჰაერო ძალებთან კოორდინირებული ურთიერთმოქმედებით, მოწინააღმდეგის მცურავი და საზღვაო-სადესანტო საშუალებების განადგურება ზღვაზე; პ) ძირითადი ძალების მოწინავე რაზმის სახით, ტაქტიკური დესანტის შემადგენლობაში მოქმედება; ჟ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში კონტრტერორისტულ სპეცოპერაციებში მონაწილეობის მიღება.     მუხლი 8🔗 მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა (ფოთი): 1 . ძირითადი ფუნქცია: სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფების ლოგისტიკური და საბრძოლო უზრუნველყოფა. 2. ძირითადი ამოცანებია: ა) საბრძოლო და სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სამხედრო-საზღვაო ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურება; გ) მცურავ, ტექნიკურ და სხვა საშუალებებზე სარემონტო სამუშაოების წარმოება; დ) შეიარაღების, ტექნიკის, ტექნიკური საშუალებების, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკური მასალების აღრიცხვა, შენახვისა და სარემონტო სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა, ექსპლოატაციის სეზონურ რეჟიმზე მათი დროული და ხარისხიანი გადაყვანა; ე) ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების მოძრავი სარემონტო საშუალებებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვა; ვ) სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, მშენებლობის ღონისძიებების შესრულებისათვის წინადადებების წარმოდგენა; ზ) ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონების კომისიური წესით კატეგორიებში ჩამოყალიბება და წინადადებების შემუშავება მათი შემდგომი გამოყენებისათვის; თ) მატერიალური ქონების საჭირო მარაგის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; ი) შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვიანობის ხარჯვის მკაცრი კონტროლი, სააღრიცხვო მონაცემების შედარება ზემდგომ ხელმძღვანელობასთან; კ) მწყობრიდან გამოსული და ამორტიზებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების წარმოდგენა სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ შტაბში სხვა კატეგორიაზე გადაყვანის მიზნით.     მუხლი 9🔗 სამხედრო-საზღვაო ბაზა (ბათუმი): ბაზა წარმოადგენს კადრირებულ ქვედანაყოფს, რომლის გაშლა მოხდება საჭიროებისამებრ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 10🔗 ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.