ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1/2 |
|
2026 წლის 29 იანვარი ქ. ფოთი |
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-სა;
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორას ოცი) ოდენობით თანახმად დანართი №2-სა;
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართი №3-სა.
|
ზონის პირველი ქვეზონა
ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის), მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით.
ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე.
ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და ყოფილი სს „გრეიფრუტის“ ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე.
შუალედური ზონა
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.
პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა
ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე.
პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.
| ზონის დასახელება | I T L მიწის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი | K მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი |
| ცენტრალური ზონა | ||
| პირველი ზონა | 1.5 | 220 |
| მეორე ზონა | 1.4 | 220 |
| მესამე ზონა | 1.3 | 220 |
| მეოთხე ზონა | 1.2 | 220 |
| შუალედური ზონა | ||
| შუალედური ზონა | 1 | 220 |
| პერიფერიული ზონა | ||
| პირველი პერიფერიული | 0.9 | 220 |
| მეორე პერიფერიული | 0.8 | 220 |
დანართი №3
| ზონის დასახელება | ImG |
I T L
|
C | K | CN |
| ცენტრალური ზონა | |||||
| პირველი ქვეზონა | 0.7 | 1.5 | 0.24 | 220 | 55,44 |
| მეორე ქვეზონა | 0.7 | 1.4 | 0.24 | 220 | 51,75 |
| მესამე ქვეზონა | 0.7 | 1.3 | 0.24 | 220 | 48,05 |
| მეოთხე ქვეზონა | 0.7 | 1.2 | 0.24 | 220 | 44,36 |
| შუალედური ზონა | |||||
| შუალედური ზონა | 0.7 | 1 | 0.24 | 220 | 36,96 |
| პერიფერიული ზონა | |||||
| პირველი ქვეზონა | 0.7 | 0.9 | 0.24 | 220 | 33.27 |
| მეორე ქვეზონა | 0.7 | 0.8 | 0.24 | 220 | 29.57 |