“სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის №479 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.571
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1401
2006 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის №479 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის №479 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №79, მუხ. 845) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).
2. სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №2).
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
2. დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი, ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.
4. საგადასახადო დეკლარაცია ხელმოწერილი უნდა იყოს გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის (მისი არყოფნის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში, მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით. მონაცემები დამოწმებული უნდა იყოს გადამხდელის ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო დეკლარაციების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები.
5. დეკლარაციის და დანართების უჯრებში (სტრიქონებში), რომლებშიც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემები, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
6. საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, გადამხდელები ვალდებულნი არიან შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ცალცალკე. ხარჯების ცალკეული ელემენტების ცალ-ცალკე აღრიცხვის შეუძლებლობის შემთხვევაში ხარჯების ასეთი ელემენტები სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობებზე ნაწილდება ასეთი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად.
მაგალითი 1:
მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა მეფრინველეობას, პარალელურად, იჯარით გაცემული აქვს არასაწარმოო ნაგებობის ნაწილი, რომლის საექსპლოატაციო ხარჯების გაღება (მოვლა, დაცვა, კომუნალური გადასახადები და სხვა) სათანადო შეთანხმებით გამქირავებელს ეკისრება.
მეწარმე ფიზიკურმა პირმა საანგარიშო წელს ერთობლივი შემოსავლების სახით 150000 ლარი მიიღო, მათ შორის, სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (ქათმის ხორცის და კვერცხის რეალიზაციიდან) – 140000 ლარი, შენობის იჯარით გაცემიდან – 10000 ლარი. აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯმა შეადგინა 100000 ლარი, მ.შ. ფრინველების საკვების შეძენაზე დახარჯულია – 60000 ლარი, დაქირავებულთა ხელფასზე – 20000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის მოვლისათვის დასაქმებულ დაქირავებულებზე – 1000 ლარი), სარემონტო სამუშაოებზე – 5000 ლარი (სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა როგორც სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ, ასევე იჯარით გაცემული შენობების ფასადს) და სხვა საექსპლოატაციო სამუშაოებზე – 15000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის საექსპლოატაციო ხარჯია – 2000 ლარი).
მოცემულ შემთვევაში გადამხდელმა შენობის ფასადების რემონტზე დახარჯულ თანხები 5000 ლარი, უნდა გაანაწილოს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პორპორციულად, კერძოდ:
საანგარიშო პერიოდში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში (150000 ლარი) სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 140000 ლარს ანუ 93,4 პროცენტს, ხოლო არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 10000 ლარს, ანუ 6,6 პროცენტს. სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიც განაწილდება ასეთივე პროპორციით, შესაბამისად 4680 ლარი (5000X93,6%) და 320 ლარი (5000X6,6%).
მეწარმე ფიზიკური პირის საანგარიშო წლის სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი (სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან) იქნება 43320 ლარი (140000-60000-19000-130004680).
მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი
1. სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:
ა) უჯრებში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – გადამხდელზე საგადასახადო რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) უჯრებში „საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
გ) უჯრაში „ეკონომიკური საქმიანობის კოდი“ – განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახის კოდი საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით);
დ) უჯრაში „საანგარიშო წელი“ – საანგარიშო წელი;
ე) უჯრაში „დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება „1“, თუ დეკლარაცია არის პირველი. თუ გადამხდელმა ამის შემდეგ წარმოადგინა იგივე საანგარიშო წლის შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაცია, აღნიშნულ უჯრაში ჩაიწერება „2“, რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია არ არის პირველადი;
ვ) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;
ზ) სტრიქონზე „გადამხდელის სრული დასახელება – სახელი, გვარი“ მიეთითება მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
თ) სტრიქონზე „მისამართი: ქალაქი/რაიონი, ბინა, ნაგებობა, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი“ – გადადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარდგენის შესახებ, კერძოდ:
ა) დეკლარაციის წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;
ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;
გ) წარმოდგენის თარიღს;
დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;
ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია და დაადასტურა ხელმოწერით;
ვ) გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დეკლარაციის III ნაწილის უჯრებში ჩაიწერება:
ა) პირველ უჯრაში – საგადასახადო წლის მიხედვით მიღებული შემოსავალი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით, რომელიც განიხილება სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტად (უჯრა 2+34+5);
ბ) მე-2 უჯრაში – საგადასახადო წლის მიხედვით სამეწარმეოეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალები საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გ) მე-3 უჯრაში – შემოსავლები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან, კერძოდ: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო და სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მ.შ. საგადასახადო კონსულტაცია), სასოფლოსამეურნეო ან სატყეოსამეურნეო საქმიანობიდან;
დ) მე-4 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრაში ასახული მონაცემი;
ე) მე-5 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრაში ასახული მონაცემი;
ვ) მე-6 უჯრაში – მე-2 და მე-3 უჯრებში ასახული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული და საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები;
ზ) მე-7 უჯრაში – პირველი და მე6 უჯრების მონაცემების სხვაობის დადებითი სიდიდე. უარყოფითი მონაცემის შემთხვევაში იწერება „0“.
მაგალითი: 2
გადამხდელმა საგადასახადო წლის მიხედვით სამეწარმეოეკონომიკური საქმიანობიდან მიიღო შემოსავალები 10000 ლარი, ხოლო გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯებმა შეადგინა 14000 ლარი.
სხვა დამატებითი პირობების არარსებობის შემთხვევაში წლიური დეკლარაციის მე7 უჯრაში ჩაიწერება „0“.
თ) მე-8 უჯრაში – მეწარმე ფიზიკური პირის მიერ წინა წლების საქმიანობიდან მიღებული ზარალი საგადასახადო კოდექსის 191ე და 192ე მუხლების ნორმების გათვალისწინებით;
ი) მე-9 უჯრაში – საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით სოციალური გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
კ) მე-10 უჯრაში – სოციალური გადასახადი ხელფასისა და სხვა სახის შრომის (მომსახურების) ანაზღაურებაზე;
ლ) მე-11 უჯრაში – დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 7-8-9-10);
მ) მე-12 უჯრაში – სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე (უჯრა 11 X 20%);
ნ) მე-13 უჯრაში – საანგარიშო წელში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები;
ო) მე-14 უჯრაში – გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის (უჯრა 1213);
პ) მე-15 უჯრაში – საანგარიშო პერიოდის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა (უჯრა 131-2);
დანართი №2
სოციალური გადასახადის წლიური
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
I ნაწილი
| საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
| გვერდი |
|
|
|
| საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
| ეკონომიკური საქმიანობის კოდი |
|
|
|
|
|
|
| საანგარიშო წელი |
|
|
|
|
|
| დეკლარაციის სახე |
|
წარედგინება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გადამხდელის სრული დასახელება – გვარი, სახელი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, ნაგებობა, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი
| დეკლარაცია შედგენილია |
|
|
| ფურცელზე თანდართული დოკუმენტები |
|
|
|
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| გადამხდელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
| (ხელის მოწერა) |
| (თარიღი) (თვე) (წელი) | |||||||||
II ნაწილი
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ:
| დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით |
| პირადად |
|
| |||||||||||||||||||||||||||
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
| მოცემული დეკლარაცია შედგენილია |
| ფურცელზე | |||||||||||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| თანდართული დოკუმენტები |
|
|
| გვერდზე |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| წარმოდგენის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| რეგისტრაციის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
–––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
| გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
III ნაწილი
სოციალური გადასახადის გაანგარიშება
| შემოსავალი (უჯრა 2+3–4+5) |
| 1 |
|
| |||
| შემოსავალი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან | 2 |
|
| ||||
| შემოსავალი, `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის 1ლი მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან | 3 |
|
| ||||
| საწყისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა | 4 |
|
|
| |||
| საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობა |
| 5 |
|
| |||
| მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვები | 6 |
|
| ||||
| შემოსავალი გამოქვითვების გამოკლებით (უჯრა 1 – 6) |
| 7 |
|
| |||
| გამოქვითვას დაქვემდებარებული წინა წლების ზარალი | 8 |
|
|
| |||
| საგადასახადო შეღავათები | 9 |
|
| ||||
| სოციალური გადასახადი ხელფასისა და სხვა სახის შრომის (მომსახურების) ანაზღაურებაზე | 10 |
|
| ||||
| დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 7 –8 – 9–10) |
| 11 |
|
| |||
| სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე (უჯრა 11 X 20 %) | 12 |
| |||||
| საანგარიშო წელში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები | 13 |
|
| ||||
| გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის (უჯრა 12 – უჯრა 13) |
| 14 |
| ||||
| საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხა (უჯრა 13 – უჯრა 12) | 15 |
|
| ||||
| |||||||
შენიშვნა:
– დეკლარაციას საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად წარადგენენ საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელები.
– შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვისათვის საავადმყოფო ფურცლების საფუძველზე სოციალური დაზღვევის ფონდიდან ადგილზე გაცემული თანხები სოციალური გადასახადის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ ღებულობს.
გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| გადამხდელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
| (ხელის მოწერა) |
| (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||