ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2026 წლის 30 იანვარი ქ. ტყიბული |
|
მუხლი 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2. IMG არის ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,43;
3. ITL არის ლოკალური ტერტორიული იდექსი, რომელიც შეადგენს:
ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3;
ბ) შუალედური ზონისათვის – 1;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7.
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ კვადრატული მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით.
მუხლი 2. პირველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
1. ლოკალური ტერტორიული იდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამის ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6,708 ლარით;
2. ლოკალური ტერტორიული იდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს ერთით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით;
3. ლოკალური ტერტორიული იდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამის პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3,612 ლარით.
მუხლი 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის:
1. სოფელ გელათში, მოწამეთა და კურსებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 300 %-ის შესაბამისად 15,48 ლარის ოდენობით.
2. სოფელ ორპირში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 200 %-ის შესაბამისად 10,32 ლარის ოდენობით.
3. სოფელ საწირეში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 %-ის შესაბამისად 5,16 ლარის ოდენობით.
4. სოფელ ცუცხვათსა და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ის შესაბამისად 3.612 ლარის ოდენობით.
5. სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში – სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 %-ის შესაბამისად 1,548 ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ის შესაბამისად 1,29 ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და იგი შეადგენს 2,58 ლარს.