“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრXძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" ცვვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№320
სარეგისტრაციო კოდი
220.010.000.18.011.009.580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 158, 24/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.18.011.009.580

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

 ბრძანება №320

2006 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის№304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქარ­თველოს ორგანული კანონის 59-ე და  73-ე მუხლე­ბისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესა­ბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრე­ზი­დენ­­ტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანე­ბით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფუ­ლადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის“ (სსმ III, №150, 29.12.03 წ., მუხ.1239) მე-2 მუხ­ლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა­ტებები:

1. ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51.  ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაო­ბა­ზე საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დად­გენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინან­სური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში ბეჭდვით ორგანოში გამოუქვეყნებ­ლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათა­სი) ლარის ოდენობით;

ბ) ბანკის კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენო­ბით.“.

3.    მე-6 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდ­გენ­ლობის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქ­ტზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;”;

„ე)   კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმი­ტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;”.

4.    მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე²“ ქვეპუნქტები:

„ე1)  საბალანსო საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;

ე²)   საბალანსო და კრებსითი საერთო ღია სავალუ­ტო პოზიციის ლიმიტების ერთდროულად დარღვევის შემთხვევაში, დადგენილ ლიმიტებს გადაჭარბებულ თანხებს შორის უდიდესის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე.“.

5. მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)   ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და მათ­ში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენ­ტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ)    ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინან­სო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წა­რუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ)   ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავში­რებუ­ლი სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინ­ფორ­მა­ციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრეზიდენტის მოვალეობისშემსრულებელი    ე. გალდავა