„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 30 იანვარი

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016530) შეტანილ იქნეს ცვლილება.  

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა იმ ახალშობილის მშობლებზე, რომლის ერთი მშობელი მაინც იყო რეგისტრირებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე. იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული იყო ახალშობილის მხოლოდ დედა და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე, ამ შემთხვევაში 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა, თუ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ დროიდან უწყვეტად ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ვ) იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია ახალშობილის მხოლოდ დედა, ცნობა იმ მუნიციპალიტეტიდან სადაც არის რეგისტრირებული ახალშობილის მამა, რომ ახალშობილის მამას იმ მუნიციპალიტეტში არ აქვს ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მიღებული დახმარება;“

გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: 

„ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია ახალშობილის მხოლოდ დედა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ დროიდან უწყვეტად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.“

დ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: 

„თ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2026.
როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.01.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016534.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1, 30.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016534 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6773061/