განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7227.7 ათასი ლარი.
განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით
პროგრამის კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
04 00
განათლება
7 227,7
04 01
სკოლამდელი განათლება
6 176,1
04 01 01
ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"
6 146,7
04 01 02
სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა რეაბილიტაცია
29,4
04 02
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
1 051,6
04 02 01
სკოლების რეაბილიტაცია
246,4
04 02 02
მოსწავლეთა ტრანსპორტირება
805,2
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
სკოლამდელი განათლება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
04 01 01
ქვეპროგრამის დასახელება:
ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
6 146 700
სახელმწიფო ბიუჯეტი
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
6 146 700
მ.შ. კაპიტალური პროექტები
პროგრამის მიზანი და აღწერა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 16 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 618 ზე მეტი ბავშვი მათ შორის: გოგონა 276 , ხოლო ბიჭი 342 ბაღებში ჯამში დასაქმებულია 273 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ პროგრამის მიზანია:
- ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
- ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექტიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
- ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
- ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
- ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება;
- ა(ა)იპ - „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება.
მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის განმავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 618-ზე მეტი შესაბამისი ასაკის ბავშვი, მათ შორის: გოგონა 276, ხოლო ბიჭი - 342. რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 50%-ს შეადგენს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით იქმნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)
მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის სფეროს თანაბარი ხელმისაწვდომობა 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და ხელშეწყობილია სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მისაღებად.
მოზარდების ტრანსპორტირება სასწავლო დაწესებულებებში აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა.
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
სკოლამდელი განათლება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
04 01 02
ქვეპროგრამის დასახელება:
სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
6 146 700
სახელმწიფო ბიუჯეტი
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
6 146 700
მ.შ. კაპიტალური პროექტები
პროგრამის მიზანი და აღწერა
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N2685 განკარგულებით სოფელ ჯორჯიაშვილში მდებარე საბავშო ბაღის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული თანხიდან დარჩენილი ეკონომია შეადგენს 29442 ლარს
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
04 02 01
ქვეპროგრამის დასახელება:
სკოლების რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტი
246374
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
246374
მ.შ. კაპიტალური პროექტები
პროგრამის მიზანი და აღწერა
„ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 სექტემბრის N1604 განკარგულების საფუძველზე გათვალისწინებული იქნეს 6,0 ათასი ლარი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვაზე 2,1 ათასი ლარი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის საპირფარეშოების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შეყიდვაზე 3,9 ათასი ლარი
"ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 ივლისის N1098 განკარგულების შესაბამისად გათვალისწინებული 280,0 ათასი ლარიდან 2025 წელს ათვისებული იქნა 39625,77 ლარი, 2026 წელს გათვალისწინებულია 240374,23 ლარი, საიდანაც დაფინანსდება შემდეგი პრიექტები:
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის შენობის და სოფელ სამღერეთში მდებარე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იქნეს 232814 ლარი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემის (საქვაბის) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გათვალისწინებული იქნეს 7559,39 ლარი. (სახელშ თანხა 37796,96 2025 წელს გადარიცხულია 30237,57)
მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)
მეტი რეაბირიტირებული სკოლება
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
04 02 02
ქვეპროგრამის დასახელება:
მოსწავლეთა ტრანსპორტირება
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტი
805212
სხვა ......
სულ ქვეპროგრამა
805212
მ.შ. კაპიტალური პროექტები
პროგრამის მიზანი და აღწერა
„ზოგიერთი მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების ხელშეწყობის საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 იანვრის N146 განკარგულების (2025 წლის 30ივლისის N302 მთ განკარგულელების) საფუძველზე დაფინანსდეს 2025 წლის დეკემბრის თვეში საჯარო სკოლის მოსწავლეეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მომსახურება 86348 ლარით
„ზოგიერთი მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების ხელშეწყობის საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის N2260-1 განკარგულებით საჯარო სკოლის მოსწავლეეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი იქნეს 718864 ლა