ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერისძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017046
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/02/2026
165 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 20.05.2025 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 30.01.2026 ქალაქ თბილისში, ისნისა და სამგორის რაიონებში, უძოს ქუჩის შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის მედეა ღამბაშიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის კედარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერისძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №43 2026 წლის 30 იანვარი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერისძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში აბუსერიძე ტბელის ქუჩას და სახალხოს III ჩიხს მიენიჭოს ტბელ აბუსერისძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე